საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, დიპლომატმა და მეცნიერმა კონსტანტინე გამსახურდიამ ჯვარი დაიწერა. მისი რჩეული ნუცა გამსახურდიაა, რომელიც მეუღლის გვარს ატარებს.
წყვილის ჯვრისწერა ქაშვეთის ტაძარში გაიმართა. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, ცერემონია ვიწრო წრეში ჩატარდა. მას მხოლოდ რამდენიმე მეგობარი, სასულიერო პირები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. პირადი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიას საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია.
მათი გაცნობის ისტორია პარიზს უკავშირდება. ორივე მათგანი თავიანთი სამსახურებიდან მივლინებით იმყოფებოდნენ საფრანგეთში. სწორედ იქ გადაიკვეთა მათი გზები. პროფესიული საქმიანობით დაწყებული ნაცნობობა წლების შემდეგ ქორწინებით დაგვირგვინდა.
ნუცა გამსახურდია ენათმეცნიერი და სახელმწიფო მართვის სპეციალისტია. მას არაერთი საგანმანათლებლო პროექტისთვის უხელმძღვანელია როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. განათლება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და შოტლანდიის გლაზგოს უნივერსიტეტში მიიღო. ნუცა გამსახურდია ამჟამად საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს.
კონსტანტინე გამსახურდიასთვის ეს პირველი ქორწინება არ არის. წლების განმავლობაში იგი მხატვარ ნინა ბარდაველიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილი შვილებთან, დემეტრესა და ზვიადთან ერთად, შვეიცარიაში ცხოვრობდა, სადაც მათი ვაჟები გაიზარდნენ. მოგვიანებით კონსტანტინე და ნინა ერთმანეთს დაშორდნენ.
ახლა კი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
