აგვიხსნას კაია კალასმა და მარტა კოსმა, მათ რომ დავუჯეროთ, როგორ ხდება, რომ საქართველო არის ყველაზე ცუდი და საშინელი, მაგრამ სინამდვილეში, საქართველო არის ყველაზე კარგი და წარმატებული. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვინც უჯერებს ბრიუსელს ის ეკონომიკურად ზიანდება და ვინც არ უჯერებს ის ეკონომიკურად იზრდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.
„მიმდინარეობს ბიუჯეტის მიღების პროცესი. სამი ეტაპისგან შედგება ეს პროცესი, ახლა მიმდინარეობს პირველადი განხილვები, რომელიც შესაბამისი მოსაზრებებით მთავრობას დაუბრუნდება. ბოლო პროექტი ბიუჯეტისა თავდაპირველი პროექტისგან განსხვავდება და ამაში პარლამენტი სრულადაა ჩართული. პარლამენტი ძალიან აქტიური მონაწილეა ბიუჯეტის შექმნისას. ზოგადად ახალი ბიუჯეტი გვაჩვენებს იმ ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს. შემოსავლების მხრივ გადაჭარბებით სრულდება ბიუჯეტი და შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტიც არის მაქსიმალურ დონეზე დაგეგმილი, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ როდესაც ევროკავშირიდან რაღაც გრანტს გვამადლიან. 2024 წელს არჩევნებზე გავლენის მოხდენა რომ სურდათ, დასჯის სახით უარი უთხრეს საქართველოს 120 მილიონი ევროს გრანტზე, რომელიც ბიუჯეტში უნდა შესულიყო, ამის შემდეგ ხუთჯერ 100 მილიონი ევროს ნამატი გვქონდა ჩვენს ბიუჯეტში. ეს აჩვენებს, რომ არანაირი ზეწოლა საქართველოზე თანხებით არ ჭრის – პირიქით, ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება, ამიტომაც არის ჩვენი ბიუჯეტი ერთის მხრივ ჯანსაღი თავისი სტრუქტურით და მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს. საქართველო მიმდინარე წელსაც, უკვე მერამდენე წელია პირველ ადგილზეა, წლიდან წლამდე ეკონომიკური ზრდის ტემპებით, ევროკავშირისა და ყველა კანდიდატ წევრებთან შედარებით ვლიდერობთ.
აგვიხსნას კაია კალასმა და მარტა კოსმა, მათ რომ დავუჯეროთ, როგორ ხდება, რომ საქართველო არის ყველაზე ცუდი და საშინელი, მაგრამ სინამდვილეში საქართველო არის ყველაზე კარგი და წარმატებული. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვინც უჯერებს ბრიუსელს ის ეკონომიკურად ზიანდება და ვინც არ უჯერებს ის ეკონომიკურად იზრდება, ამას გვასწავლის ჩვენი ისტორიაც”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
