Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე, თუ რაიმეს უწუნეს კომისარი კოსი ამ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას, რას უწუნებს – დროა, ბრიუსელი ევროპულ გზას დაუბრუნდეს!- შალვა პაპუაშვილი

October 12, 2026
საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე, თუ რაიმეს უწუნეს კომისარი კოსი ამ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას, რას უწუნებს – დროა, ბრიუსელი ევროპულ გზას დაუბრუნდეს!- შალვა პაპუაშვილი

ჯობია, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო – ომი და ეკონომიკური სტაგნაცია ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს, ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მინისტერიალის დაწყებამდე, ევროკომისრების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და „თუ ქალბატონ კოსს პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, მაშინ გვითხრას, რა ასპექტში აქვს მას ეს პრობლემა“.

პაპუაშვილი ასევე ამბობს, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც ევროპულ ღირებულებებს პრინციპულად ეწინააღმდეგება.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დროა, ბრიუსელი ევროპულ გზას დაუბრუნდეს.

„მე მგონი, ზუსტად კარგი ვიზუალიზაცია იყო იმ მდგომარეობის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს არის ბარიერი საქართველოსა და ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ვნახეთ, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ვნახეთ, რომ როცა წევრ ქვეყნებზეა საუბარი, მათი სურვილია, დიალოგი იყოს საქართველოსა და ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს შორის, ამიტომაც არის, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში გავაძლიერეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით შეხვედრები, ვიზიტები. მნიშვნელოვანია, რომ წევრ ქვეყნებთან გქონდეს კომუნიკაცია და ვისაუბროთ დიალოგის აუცილებლობაზე, ვინაიდან კონფრონტაცია და ბოიკოტი არ არის ევროპული გზა. სამწუხაროდ, ეს არაევროპული გზა აქვს არჩეული დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გვქონდეს ორმხრივი კომუნიკაცია, დიალოგი მათთან, ვინც წარმომადგენენ საკუთარ ხალხს, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში, ბრიუსელიც დარწმუნდეს, რომ კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა და დროა, ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროპულ გზას – დიალოგის გახსნილობისა და კონფრონტაციული გზიდან გასვლისა.

რაც შეეხება ქალბატონ კოსს – მან თქვა, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდესო, რაც გაუგებარია. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე. თუ რაიმეს უწუნეს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას, რას უწუნებს. ჩვენი ქვეყანა დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენა არის, რომ ქრისტიანული ღირებულებები არის ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები. ასე რომ, ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, მაშინ გვითხრას, რა ასპექტში აქვს მას ეს პრობლემა.

რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას – მას შეუძლია, რამდენჯერაც უნდა ეს ყალბი ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია, რომ ჯობია, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო. ასე იქნებოდა ჩვენ რომ დაგვეჯერებინა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით უკრაინის და მოლდოვის მდგომარეობაში. მოლდოვაში წლებია არის ეკონომიკური სტაგნაცია, უკრაინაში კი წლებია, ომია. ზუსტად ორივე სცენარი ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს, ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტარებისთვის ხელფასების გაზრდაზე ამ ეტაპზე უარი თქვა
  • “დღევანდელ მსჯელობაზე დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ველოდები”- სალომე სამადაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე
  • ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, შესაძლოა, პენსიის თანხა დაკორექტირდეს და 2027 წლიდან, 70 წლამდე პირების პენსია 20 ლარზე მეტით გაიზარდოს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge