Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბავშვების უფასო კვებისთვის ფულს ვერ იმეტებენ, რეპრესიული მანქანის დაფინანსებას კი მილიონობით ლარით ზრდიან – ჩერქეზიშვილი

October 12, 2026
ბავშვების უფასო კვებისთვის ფულს ვერ იმეტებენ, რეპრესიული მანქანის დაფინანსებას კი მილიონობით ლარით ზრდიან – ჩერქეზიშვილი

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ბავშვთა უფასო კვების პროგრამის ნაცვლად ძალოვანი უწყებების დაფინანსებას ზრდის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ჩერქეზიშვილის თქმით, დაწყებითი კლასების მოსწავლეების უფასო კვებისთვის 147 მილიონი ლარია საჭირო, თუმცა ხელისუფლება ამ თანხას არ გამოყოფს და სანაცვლოდ ძალოვანი უწყებების დაფინანსებას ასობით მილიონი ლარით ზრდის.

‘საქართველოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების დიაგნოზი – ეს არის კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც ფულს ვერ იმეტებს ბავშვთა უფასო კვებისთვის, სამაგიეროდ, მილიონობით ლარით ზრდის რეპრესიული მანქანის დაფინანსებას.

საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ეს არის ხალხის ფული და ხალხის ფული უნდა იხარჯებოდეს ხალხის საჭიროებისთვის. ნაცვლად ამისა, ეს თანხები იხარჯება “ქართული ოცნების” ხელისუფლების ძალაუფლებაში დარჩენისთვის, მათი უსაფრთხო და ფუფუნებაში ცხოვრებისთვის.

2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის 38 მილიარდი ლარი და ამ თანხის მხოლოდ 0.4% არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით არცერთი მოსწავლე აღარ იყოს სასკოლო პერიოდის განმავლობაში მშიერი.

ჩვენი კოალიცია, “ძლიერი საქართველო – ლელო”, წლების განმავლობაში ვითხოვთ უფასო კვების პროგრამის შემოღებას. დეტალურად გვაქვს დათვლილი რა თანხებია ამისთვის საჭირო და ეს თანხა შეადგენს 147 მილიონ ლარს. 2026 წელთან შედარებით, 2027 წელს საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 2 მილიარდი ლარით და ნაცვლად იმისა, რომ ეს თანხა მოხმარებოდა ბავშვებს, ხმარდება “ქართული ოცნების” ხელისუფლების ძალოვანი და რეპრესიული მანქანის გაძლიერებას: 133 მილიონი ლარით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება, 47 მილიონი ლარით იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება, 10 მილიონი ლარით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, 6 მილიონი ლარით პროკურატურის დაფინანსება.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი შვილების განათლებისთვის ხარჯავენ წელიწადში 200 000 ლარს, დაჰყავთ უცხოეთში სასწავლებლად და რაც განსაკუთრებით მიუღებელია, მხოლოდ სარესტორნო მომსახურებისთვის როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერ-მინისტრის აპარატის, დეპუტატების და მინისტრების სამსახურები ხარჯავენ მილიონობით ლარს, როცა სულ რაღაც 147 მილიონი ლარია საჭირო იმისთვის, რომ არცერთი ბავშვი აღარ იყოს მშიერი.

UNICEF-ისა და საქსტატის კვლევით, ბავშვების დაახლოებით მესამედი სასკოლო პერიოდის განმავლობაში არის მშიერი. აქედან ჩანს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის ბავშვების ჯანმრთელობა და მათი ხარისხიანი განათლება.

კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელო” ვაგრძელებთ მოქმედებას, ვაგრძელებთ ყველაფრის კეთებას, რომ ეს შედეგი იყოს მიღწეული – საქართველოში არცერთი ბავშვი სასკოლო პერიოდის განმავლობაში აღარ იყოს მშიერი, – განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსული ემბარგო ივანიშვილის ძმას არ შეეხო
  • კონსტანტინე გამსახურდია დაოჯახდა – ვინ არის ქალი, რომელზეც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ქაშვეთის ტაძარში ჯვარი დაიწერა
  • “ბიუჯეტში ამ ეტაპზე დეპუტატების ხელფასების ზრდა ასახული საერთოდ არ არის – რომ მოემატოს, გამოდის მილიონზე ცოტა მეტი, პენსიის 1 ლარით გაზრდას კი 11 მილიონი ლარი უნდა ანუ ეს ერთმანეთთან ვერანაირად ვერ იქნება კავშირში”- რას ამბობს პაატა კვიჟინაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge