ნომერ მეექვსე დაწესებულების ყოფილი პატიმარი მზადაა, საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცეს. მოწმემ რუსთავის ციხის უკვე ცნობილ ვიდეომასალაში, სადაც გიორგი დავითაძეზე სავარაუდო ძალადობაა ასახული, ის ბადრაგები ამოიცნო, რომლებმაც მისი მტკიცებით, ღირსება შეულახეს და ბოთლზე დაჯდომით ემუქრებოდნენ.
“პირველების” ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებები ინფორმირებული არიან ციოხეში მომხდარ ამ კონკრეტულ ფაქტზე.
ადვოკატის თქმით, სწორედ რუსთავის მეექვსე ციხეში განხორციელებული ძალადობის შემდეგ გადაიყვანეს ეს პატიმარი სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს ამჟამადაც იხდის.
