ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები კვლავ აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევები გაგრის რაიონში, მდინარე ფსოუს სიახლოვეს იპოვეს.
აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საბრძოლო დრონების სამიზნე რუსეთის ქალაქი სოჭი იყო. დე ფაქტო უწყების ვარაუდით, უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, რის შედეგადაც მისი ფრაგმენტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოცვივდა.
