Sunday, October 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

8 თვეში საქართველომ რუსეთში $102 მილიონის ღვინო გაიტანა

October 11, 2026
„თბილღვინოს“ დირექტორის პირველი კომენტარი რუსეთის მიერ ქართულ კომპანიებზე დაწესებულ აკრძალვაზე

რუსეთი ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზრად რჩება – 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობის თითქმის 67% სწორედ რუსეთზე მოდიოდა.

რვა თვის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში 102,2 მილიონი დოლარის ღირებულების 34 898 ტონა ღვინო გაიყიდა. მთლიანობაში კი საქართველოდან ექსპორტზე 163,6 მილიონი დოლარის 52 419 ტონა ღვინო გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავ პირველ ადგილს იკავებს, მიმდინარე წელს ამ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა 7%-ით, ღირებულება კი 1%-ით შემცირდა.

რუსეთის შემდეგ ქართული ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებია პოლონეთი, სადაც 10,7 მილიონი დოლარის ღვინო გაიყიდა, უკრაინა — 7,5 მილიონი დოლარით და ჩინეთი — 6,3 მილიონი დოლარით. ათეულში ასევე შედიან ყაზახეთი, გერმანია, ბელარუსი, აშშ, ლატვია და თურქეთი.

ღვინო რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტია. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მინერალურ და მტკნარ წყლებსაც, რომელთა ექსპორტის ღირებულებამ რვა თვეში 55,8 მილიონ დოლარს მიაღწია.

ამ მონაცემების ფონზე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ქართული წარმოების ღვინისა და სხვა სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მარეგულირებელმა ორგანომ შეზღუდვა პროდუქციის დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობით ახსნა. საუბარია ორგანოლეპტიკურ, ფიზიკურ-ქიმიურ და უსაფრთხოების მაჩვენებლებზე.

RBC-ის ცნობით, შეზღუდვა შეეხო „თელიანის ველის“, „თბილღვინოს“, „ასკანელი ძმებისა“ და „ვაინმენის“ ღვინოებს, ასევე „ასკანელი ძმების“ კონიაკს, „საქართველოს ლუდის კომპანიის“ ლუდს, საქართველოში წარმოებულ Coca-Cola-სა და მინერალურ წყალს „ნაბეღლავს“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ციხეში ზარებისა და წერილების შეზღუდვაზე ნიკოლოზ ჯავახიშვილიც საუბრობს
  • საქართველოს ძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს
  • “ვფიქ­რობ, დროა, უკ­რა­ი­ნას ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავ­დეს“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge