Saturday, October 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეროვნული ბანკის განცხადება შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით

October 10, 2026
ეროვნული ბანკი განმარტავს, რას უკავშირდება რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირება

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ეხმიანება სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტს და სრულად ემიჯნება აღნიშნულს. სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების შესახებ გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც, სადაც ის თავად საუბრობს მისი გეგმებისა და მიზნების შესახებ. გარდა ამისა, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში არ განეკუთვნებოდა ნანა ყეინიშვილის საკურატორო მიმართულებას და შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ ექნებოდა გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი სუბიექტის შემოწმების პროცესი არის მკაცრად კონფიდენციალური. ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება შესაბამისი გუნდის გარდა, არც ერთ პირს, მათ შორის საბჭოს წევრებს. აქვე განვმარტავთ, რომ ნანა ყეინიშვილი იყო ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი წევრი, შესაბამისად არ მონაწილეობდა ყოველდღიურ აღმასრულებელ მართვაში და არ გააჩნდა ოპერატიული მართვის მანდატი.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“ დაჯარიმებას, აღნიშნული შემოწმება განხორცილდა გეგმიურად 2026 წლის თებერვალში. შესაბამისად, შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ დაჯარიმება უკავშირდება მის მიერ სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, არის უსაფუძვლო და საზოგადოებისთვის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა.

აქვე დეტალურად განვმარტავთ შპს „ბიტექსჩეინჯ“-ის დაჯარიმების პროცედურასა და ისტორიას.
1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით კანონმდებლობის უხეში დარღვევა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა შპს „ბიტექსჩეინჯი“-ს (ს/ნ: 404595121)-ის შემოწმება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესაფასებლად. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის კომპანიას ჯამში 572 118 000 ლარის, ხოლო კომპანიის ორ ადმინისტრატორს, თითოეულს, დამატებით 7 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების უდიდესი ნაწილი (572 033 000 ლარი) მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. კერძოდ, კომპანიამ თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით განახორციელა ოპერაციები ისე, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და მათი ვინაობის გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ხორციელდებოდა. ხაზგასასმელია, რომ კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია სავალდებულოა თითოეული ოპერაციის განხორციელებისას, თანხის ოდენობის მიუხედავად. ამასთან, თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით კლიენტის ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესით, რაც კომპანიამ არ უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი დარღვევები უკავშირდებოდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ მოთხოვნას – პირისთვის, მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევას. აღნიშნული მოთხოვნების დაცვა წარმოადგენს პრევენციული ღონისძიებების აუცილებელ საფუძველს და მნიშვნელოვანია როგორც კლიენტთან, ისე ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების სათანადოდ შეფასებისა და მართვისთვის.

ამასთან, „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ შესაბამისად, პირისთვის, მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევა მიეკუთვნება მძიმე დარღვევათა კატეგორიას. აღნიშნული კლასიფიკაცია მიუთითებს ამ მოთხოვნებისთვის მინიჭებულ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მათი შეუსრულებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ ფორმალურ ან პროცედურულ ხარვეზს, ვინაიდან მნიშვნელოვნად ზღუდავს კლიენტის ვინაობის დადგენის, მასთან დაკავშირებული რისკების შეფასების, განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგისა და საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენის შესაძლებლობას.

სწორედ დარღვეული მოთხოვნების ფუნდამენტური ხასიათი, მათი მნიშვნელობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, ასევე გამოვლენილი დარღვევების სიმძიმე და მასშტაბი განაპირობებდა კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული ფულადი ჯარიმის მოცულობას. შესაბამისად, სანქციის ოდენობა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი თანხობრივი გამოხატულების, არამედ დარღვეული ვალდებულებების არსისა და გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობის გათვალისწინებით. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თბილღვინოს“ დირექტორის პირველი კომენტარი რუსეთის მიერ ქართულ კომპანიებზე დაწესებულ აკრძალვაზე
  • დანიშვნებს ან „იძულებით გადადგომას” მინისტრებსა და ძალოვნებს ივანიშვილის სახელით დაფარული ნომრიდან ანზორ ჩუბინიძე ატყობინებს
  • თავი მგონია სიზმარში. ახლა ვნატრობ, რომ არ გამომეღვიძოს… – ილია სულამანიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge