4 ოქტომბერს საქმეზე დაკავებული, მანუჩარ მიქელაძე, რომელმაც საპროცესო გარიგებაზე უარი თქვა, ციხიდან წერილს ავრცელებს და საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.
“გამოფხიზლდი, გაბრაზდი და გააპროტესტე” – მიმართავს მიქელაძე საქართველოს მოქალაქეებს.
მისი თქმით, ახლა ქვეყანას ბრძოლა და თავგანწირვა სჭირდება
“მივმართავ გამარჯვების მოლოდინით დაღლილ ჩვენს საზოგადოებას
როდესაც ჩვენს ქვეყანას ყავს ძალაუფლება მიტაცებული ხალხის მძარცველი, მჩაგვრელი, კორუმპირებული, ქვეყნის მტერთან კოლაბორანტი, დასანქცირებული არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც კლავს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს, ქვეყნიდან გარბის ჩვენი თანამოქალაქეები და მათ ადგილს უკონტროლოდ შემოსული უცხოელები ანაცვლებენ, საზოგადოება დაყოფილი გახლეჩილი.
ამ დროს ჩვენი დუმილი და უმოქმედობა ღალატის ტოლფასია ქვეყნის წინაშე. სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სადღეგრძელოებით არ გამოეხატება, მას ბრძოლა, თავგანწირვა, შრომა და მოვლაპატრონობა სჭირდება.
ჩვენი წინაპრების თავგანწირვით მოვედით დღემდე, ჩვენ კი საკუთარი ქვეყნის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლის განადგურებას ვუყურებთ და არ ვრეაგირებთ. ეს არ არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. როდემდე შეიძლება ითმინო ეს პოლიტიკური უმსგავსობა ქვეყანაში, ეს დამამცირებელი დამოკიდებულება შენს მიმართ.
ამიტომ მოგმართავთ, კარგად გაიზრე შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა, გაიაზრე შენი პასუხისმგებლობა შვილების წინაშე.
გამოფხიზლდი, გაბრაზდი და გააპროტესტე ეს დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ.
გააპროტესტე ოპოზიციის უმოქმედობა და მოუწოდე დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ, გამოსავალი ისევ ჩვენშია.
გამოდი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად და იდექი გამარჯვებამდე, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, გჯეროდეს გამარჯვების.
შვილების ბედნიერი მომავლისთვის დაუღალავი მებრძოლი რეჟიმის უდანაშაულო ტყვე
მანუჩარ მიქელაძე.
ბრძოლა გამარჯვებამდე
გამოიღვიძეთ ქართველო
გიხმობთ წინაპართ სულია
რა დაგიშავა სამშობლომ
შენგან მიტოვებულია.
ერო და ბერო მოგმართავთ
ხმა ამოიღე ჩუმია
მომავლის გადარჩენისთვის
განა პროცესი რთულია?
ეს პატარა ჩანაწერები ჩემგან.
მანუჩარ მიქელაძე 07.09.2026.
მანუჩარ მიქელაძემ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა – მას სასამართლომ 5 წლით აპატიმრობა მიუსაჯა.
