Saturday, October 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსული ელიტის, ჩინოვნიკებისა და მათი ოჯახების კერძო ფრენები საქართველოში

October 10, 2026
რუსული ელიტის, ჩინოვნიკებისა და მათი ოჯახების კერძო ფრენები საქართველოში

რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემა „პროექტმა“ გამოაქვეყნა მასშტაბური გამოძიება იმის შესახებ, როგორ იყენებენ რუსი მაღალჩინოსნები, მათი ოჯახის წევრები და მათთან დაკავშირებული მსხვილი ბიზნესმენები კერძო თვითმფრინავებს საზღვარგარეთ ფრენებისთვის. გამოძიებას საფუძვლად დაედო ФСБ-დან გაჟონილი რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მონაცემთა ბაზა, რომელიც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის 100 მილიონზე მეტ ჩანაწერს მოიცავს.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დეტალურად შეისწავლეს 1 064 მაღალი რანგის რუსი საჯარო მოხელისა და მათი ახლო ნათესავების გადაადგილება. „პროექტის“ ბაზაში ყველაზე მეტი ფრენა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საფრანგეთსა და თურქეთს უკავშირდება. აზერბაიჯანთან დაკავშირებული 83 ჩანაწერია, სომხეთთან კი 43.

საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, რომ 2014-2023 წლების პერიოდში, მათ საქართველოში კერძო თვითმფრინავებით სულ მცირე 19 ფრენა განახორციელეს.

“პროექტის” გამოძიების თანახმად, კერძო რეისებით საქართველოში ყველაზე ხშირად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ივან დემჩენკო და მისი ოჯახის წევრები დაფრინავდნენ. მათი ბიზნეს-ჯეტებით საქართველოში ჯამში 7 ვიზიტი განხორციელდა. თვითმფრინავები ძირითადად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჯდებოდა.

საქართველოში ჩამოსული კერძო რეისების მგზავრებს შორის მონაცემთა ბაზაში ასევე არიან პარტია ЛДПР-ის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, КАМАЗ-ის გენერალური დირექტორი სერგეი კოგოგინი, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ვასილი შესტაკოვი, ასევე ჭადრაკში რუსეთის ნაკრების წევრები სერგეი კარიაკინი და ანდრეი ფილატოვი.

გარდა ამისა, ჩანაწერებში ფიგურირებენ სახელმწიფო დუმის დეპუტატი რიფატ შაიხუტდინოვი, სენატორ სულეიმან კერიმოვის ქალიშვილი გულნარა კერიმოვა მეუღლესთან, არსენ ჯამალუდინოვთან ერთად, ყაზანის მერის ილსურ მეტშინოს ოჯახის წევრები და კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორის ალექსანდრ ტკაჩოვის ნათესავები ტატიანა და რომან ბატალოვები. ღია წყაროებში ამ ვიზიტების მიზნები ნახსენები არ არის.

დოკუმენტებში დაფიქსირებულია რუსი ჩინოვნიკების ფრენები ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებითაც – კერძოდ, კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი და რეგიონული საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარე იური ბურლაჩკო სოხუმში 2023 წლის 26 აგვისტოს შვეულმფრენით ჩაფრინდნენ.

ჟურნალისტურ გამოძიებაში ცალკეა ნახსენები ორი კერძო რეისი, რომლებიც 2017 წელს თბილისის მიმართულებით განხორციელდა. რეისები უკავშირდება სკანდალურად ცნობილ ყოფილ მოსამართლეს – ელენა ხახალევას. მას რუსულ მედიაში „ოქროს მოსამართლე“ შეარქვეს შვილის 2-მილიონიანი ქორწილის გამო.

გამოცემა „პროექტის“ გათვლებით, ათი წლის განმავლობაში რუსული ელიტის, ჩინოვნიკებისა და მათი ოჯახის წევრების კერძო ფრენების საერთო სავარაუდო ღირებულება 221 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ნაკლების ჩვენება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თბილღვინოს“ დირექტორის პირველი კომენტარი რუსეთის მიერ ქართულ კომპანიებზე დაწესებულ აკრძალვაზე
  • დანიშვნებს ან „იძულებით გადადგომას” მინისტრებსა და ძალოვნებს ივანიშვილის სახელით დაფარული ნომრიდან ანზორ ჩუბინიძე ატყობინებს
  • თავი მგონია სიზმარში. ახლა ვნატრობ, რომ არ გამომეღვიძოს… – ილია სულამანიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge