Saturday, October 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება – დავით ქართველიშვილი

October 10, 2026
“გავყვეთ მორიგ „აღშფოთებულ შეშფოთებას“: სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში ევრობიუროკრატია საერთოდ ვირტუოზულ პილოტაჟს აჩვენებს” – დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ეხმიანება და დასავლეთის მიდგომებში ორმაგ სტანდარტებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, როდესაც ამერიკა საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე რუსულ საწვავს ბაზარზე უშვებს, ეს პრაგმატულ გადაწყვეტილებად აღიქმება, ხოლო საქართველოს მიერ საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაცვას ბრიუსელი აკრიტიკებს.

„საათ-ნახევარი გაგრძელდა რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების გუშინდელი სატელეფონო საუბარი. რა თქმა უნდა – უკრაინა, რა თქმა უნდა – ირანი. მაგრამ, ამასთანავე – პრაგმატიზმიც. აშშ-ს პრეზიდენტმა მსოფლიოში შექმნილი საწვავის უკიდურესი დეფიციტის გამო – გაუხსნა რუსულ საწვავს ამერიკული და მსოფლიო ბაზრები. ანუ, რა გამოდის – როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია. როდესაც საქართველო რუსულ ნავთობს ყულევის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში ამუშავებს, ბრიუსელიდან სანქციების მოთხოვნები ისმის. ყულევშიც ამოვიდა უკვე და ყელშიც ეს კატასტროფული ანტიქართული უსამართლობა. ამერიკელები დოლარებს ითვლიან, რუსები – რუბლებს და საკუთარ მომხმარებელზე და მწარმოებლებზე ფიქრობენ. ევროპელი ჩინოვნიკები კი საქართველოს არარსებულ პრინციპებზე ლექციებს უკითხავენ. გამოდის, საინტერესო არითმეტიკა: ძლიერებს საკუთარი ეკონომიკის დაცვა შეუძლიათ, სუსტებს კი სთავაზობენ, სხვისი პრინციპულობის საფასური საკუთარი ჯიბიდან გადაიხადონ. და არავის არ უნდა გულწრფელად აღიაროს, რომ დღევანდელი დასავლეთი აღარაა მონოლითური – დღეს ვაშინგტონი და ბრიუსელი განსხვავებულ პოლიტიკას ატარებენ. პრობლემა ისაა, რომ დიდი სახელმწიფოების საკუთარი ინტერესების დაცვა სახელმწიფოებრივ სიბრძნედ ცხადდება, ხოლო პატარა ქვეყნის მცდელობა, დაიცვას საკუთარი ეკონომიკა, პოლიტიკურ უკმაყოფილებას იწვევს.

სუვერენიტეტი თითქოს ყველას თანაბრად ეკუთვნის, მაგრამ ზოგს მისი გამოყენება შეუძლია, სხვებს კი ამისთვის ლიცენზიის მიღება სჭირდებათ. რის ხარჯზე? რა თქმა ლგბტ დღის წესრიგისთვის და ენჯო-სექტორისთვის ფარული ფინანსური შლუზების გახსნის საფასურად – ამ შემთხვევაში ყულევი ვიღას გაახსენდებოდა? სწორედ ამიტომ არის ამერიკული პრაგმატიზმი ნორმა, ხოლო ქართული – პრეტენზიების მიზეზი. თუ აშშ-ს საკუთარი ბაზრის ინტერესების დაცვა შეუძლია, საქართველოსაც აქვს უფლება, საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პარტნიორობა კი არა, გეოპოლიტიკური იერარქიაა: ეროვნული პრაგმატიზმი – ძლიერებისთვის, სხვის ხარჯზე პრინციპულობა კი – დანარჩენებისთვის. ამ ასიმეტრიული მიდგომების მორიგი შაბაში, დიდი ალბათობით 12 ოქტომბერს გველოდება – როდესაც კაია კალასის თავმჯდომარეობით ევროპის საგარეო უწყებების მინისტერიალი მორიგი ჭკუის სწავლებით დაკავდება ქართულ თემატიკაზე, მათ შორის ვისთვის და როგორ ყარს – რუსული ფული და რუსული ნავთობი“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროკავშირ-საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის, წარმოუდგენელია ისტორიის გადაწერა- პაველ ჰერჩინსკი
  • ქართული კომპანიის კუთვნილი გემის, „დიოსკურია“-ს ეკიპაჟმა შავ ზღვაში განვითარებული ინციდენტის დროს 18 მეზღვაური გადაარჩინა
  • „+30 გრადუსამდე დაცხება…“ – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge