Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ – ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ეკონომისტები

October 9, 2026
გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ – ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ეკონომისტები

ეროვნული ბანკი დიდ სკანდალში – ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ, ეკონომისტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

რამაზ გერლიანის თქმით, ის ფაქტი, რომ “რადიო თავისუფლების” თანახმად, ეროვნულმა ბანკმა თვეებით ადრე იცოდა ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე და მას უფლებამოსილება არ შეუჩერა, ეს აჩვენებს, რომ ნათია თურნავამ თვალი დახუჭა დანაშაულზე.

გერლიანი საუბრობს ასევე პარლამენტის პასუხისმგებლობაზე.

“აქ შეგვიძლია ორი მიმართულებით ვიმსჯელოთ – ერთი მან ვერ შეამჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი (ნათია თურნავას) პროფესიონალიზმი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ან მეორეს მხრივ, შემაჩნიეს და თვალი დახუჭეს. ორივე არის ძალიან ცუდი. ამის შესახებ თუ ამ ორმა უწყებამ იცოდა (ეროვნულმა ბანკმა და სუს-მა) თვითონ პარლამენტს უნდა ემოქმედა, პირველ რიგში და პარლამენტი არის ყველაზე მეტად პასუხისმგებელი და მათ შორის შიდა სტრუქტურებს, რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნია. მათ შორის პასუხისმგებლობა არის ეს იგივე საბჭოს წევრების, რომლებიც პროფესიონალები რადგან არიან, არამგონია ეს მხედველობის მიღმა დარჩენოდათ, რომ ვიღაცები “ლობირებენ” რიგ ბიზნესებს. და ეს ეხება ბიზნესს, რომელცი არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოექცა რეგულაციის ქვეშ ეროვნული ბანკის. არის კიდევ ერთი დეტალი, ეს არის ერთეული შემთვევა და ასეთი შემთხვევები შეიძლება მრავლად იყოს”, – ამბობს რამაზ გერლიანი.

“ჯერ საქართველოს” წევრი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე კომპლექსურ დანაშაულზე საუბრობს და ამბობს, რომ ნანა ყენიშილის კონკრეტული პასუხისმგებლობა აბსოლუტურად არაფერს ცვლის.

“ყველაფერი არის ერთი დიდი კომპლექსური პრობლემის ნაწილი და ერთი სუბიექტის კონკრეტული პასუხისმგებლობა აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის. სამწუხაროდ, თუ მოინდომებენ საგამოძიებო სამსახურები, ე.წ. “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან, მათ შორის პარლამენტარებთან უნდა მივიდნენ და 99%იანი სიზუსტით ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ნიკოლოზ ალავიძე.

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო – საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნანა ყეინიშვილის სების საბჭოში არჩევას მხარი კობაძემ და პაპუაშვილმაც დაუჭირეს
  • ობიექტები, რომლებსაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა
  • რამდენით გაიაფდება საწვავი თუ აქციზის განაკვეთი განახევრდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge