Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდა რუსი და არარუსი საბჭოთა დეპუტატი 9 აპრილის შემდეგ- შალვა პაპუაშვილი

October 9, 2026
როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდა რუსი და არარუსი საბჭოთა დეპუტატი 9 აპრილის შემდეგ- შალვა პაპუაშვილი

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებენ, ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება – როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდა ზოგიერთი რუსი და არარუსი საბჭოთა დეპუტატი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გამართულ საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე, – ამ განცხადებით გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტი საბჭოთა მენტალობის ადამიანებით არის ინფილტრირებული, რომელთაც ქართველი ხალხის მიმართ აქვს ზიზღი.

“ევროპარლამენტის და მისი რეზოლუციების სერიოზულად შეფასება რთულია. უკვე მეცხრე რეზოლუციაა, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ მტრული ქვეტექსტით იღებენ. აქ გასაკვირიც აღარაფერი არ არის. ვხედავთ, რომ შემოდგომა და გაზაფხულია პერიოდი, როდესაც ანტიქართულ ჯგუფებს გამწვავება ემართებათ. ერთ მხარეს არის EPP – ღირებულებით უფსკრულზე მყოფ პარტიათა გაერთიანება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მთავარ დემოკრატად მიაჩნია. მეორე მხრივ ვხედავთ გორბაჩოვის თანამებრძოლს იუკნევიაჩიანეს, ასტრახანელ გერმანელებს და ასე შემდეგ – ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სუფთა საბჭოთა მენტალიტეტის მატარებლები არიან და ამით ინფილტრირებული ჰყავთ ევროპარლამენტი. უკვე 9 რეზოლუცია გვაქვს ნანახი, სადაც სანქციების დაწესებას ითხოვენ და ეს არის მესამე რეზოლუცია, სადაც ჩემი სახელი და გვარიც ამოვიკითხე.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებენ, ევროპარლამენტის შემთხვევაში ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება – ამიტომ ღირსად რომ ჩავთვალოთ, რომ რაიმე განხილვის საგანი იყოს, ჯერ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს და შემდეგ შეიძლება მათმა საუბარმა რაიმე წონა შეიძინოს.

ევროპარლამენტი საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობას მოგვაგონებს – არის ერთი -ერთში იგივე ესთეტიკა. ინტერნეტში დღესაც შეგიძლიათ ნახოთ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა, სადაც როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდა ზოგიერთი რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატი. რა უნდა ყოფილიყო ჩვენი რეაქცია 1989 წლის სახალხო დეპუტატთა ყრილობის მიმართ? – როგორც მაშინ არ მივაქციეთ ყურადღება იმ ლანძღვას, რომელიც მაშინ ამ ყრილობიდან მოდიოდა, ასევე არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ლანძღვასა და ზიზღს, რომელიც ჩანს, რომ ევროპარლამენტს პირდაპირ ქართველი ხალხის მიმართ აქვს. რასა იუკნევიჩიანეს ქართველები რომ ვეზიზღებით, ეს ეტყობა მის ლექსიკას, რიტორიკას და ყველაფერს – მას სტალინი პირად მტრად ჰყავს და რაკი სტალინი ქართველი იყო, ეს ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ეს ვერ მოუნელებია.

თუ ევროკავშირს უნდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ჩვენ მის წევრად ვერ მიგვიღებს. ჩვენ ასეთ ხალხთან საერთო დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს – ხალხთან, რომელსაც პირდაპირი ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ამ ზიზღის გადმოფრქვევისთვის ევროპარლამენტის დარბაზს იყენებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყველაფერს აქვს საზღვარი! სამი წელი საკმარისზე მეტი დრო იყო! ადრე თუ გვიან, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს
  • პოპულიზმის ლაპარაკს მოეშვი და ბიუჯეტზე ილაპარაკე – მთა მთელს მსოფლიოში იცლება! სინდის-ნამუსს ნუ დაკარგავ, იყავი ხელისუფლებაში და დემოგრაფიული პრობლემა გადაწყდა?!- ირაკლი ქადაგიშვილი შალვა კერესელიძეს
  • „ტრამვაი დიდი დიღმის ნაკადს ვერ განტვირთავს, რადგან მთავარი ნაკადები მოდის არა დიდუბის, არამედ საბურთალოს მიმართულებით“ – რას აცხადებს საბა ბუაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge