Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დაიდენტიფიცირებულია რამდენიმე გზაჯვარედინი“ – რომელ ადგილებში შეიძლება დაიხაზოს ე.წ.Yellow box საწყის ეტაპზე

October 9, 2026
„დაიდენტიფიცირებულია რამდენიმე გზაჯვარედინი“ – რომელ ადგილებში შეიძლება დაიხაზოს ე.წ.Yellow box საწყის ეტაპზე

„ძალიან ბევრია დამრღვევი მძღოლი, რაც რეალურად ბევრ პრობლემას ქმნის ქალაქში,“ – ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ბაგაშვილმა თბილისში ე.წ. Yellow box-ების დახაზვაზე საუბრისას განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ცნობისთვის, თბილისის მერია დედაქალაქის გზებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, გზაჯვარედინებზე ყვითელი ბადისებრი მონიშვნა იმ პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს, როდესაც მძღოლები მწვანე შუქის დროსაც შედიან გზაჯვარედინზე, მიუხედავად იმისა, რომ წინ გადაადგილება შეუძლებელია, რის გამოც გზაჯვარედინზე სხვა მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს გადაადგილებას უზღუდავენ.

Yellow box-ის პრინციპი გულისხმობს, რომ მძღოლი ყვითლად მონიშნულ კვადრატში არ უნდა შევიდეს, თუ მის წინ გზა ან შესაბამისი ზოლი თავისუფალი არ არის და არსებობს იმის რისკი, რომ გზაჯვარედინის გადაკვეთას ვერ შეძლებს და მოძრაობას დააბრკოლებს.

„დაიდენტიფიცირებულია რამდენიმე გზაჯვარედინი რომელიც პრობლემურია იმ კუთხით, რომ ერთი მიმართულების მანქანები, როდესაც ვერ ახერხებენ გზაჯვარედინის ჩავლას, უხდებათ ჩახერგვა და მეორე მიმართულების შეფერხება, რომელიც რეალურად თავისუფალია.

დღესაც არის ჩანაწერი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში, რომელიც მძღოლს მიუხედავად იმისა რომ შუქნიშანზე მწვანე უნთია მის მიმართულებას, გზაჯვარედინის გადაკვეთას უკრძალავს თუ იგი ხედავს, რომ ვერ მოასწრებს გზაჯვარედინის ბოლომდე გადასვლას.

საწყის ეტაპზე ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საგზაო მონიშვნა რამდენიმე ყველაზე პრობლემატურ გზაჯვარედინზე მოეწყობა, რაც შემდგომში უკვე მოგვცემს იმის საშუალებას რომ მთლიანად ქალაქის მასშტაბით დავნერგოთ.

პრობლემატური ლოკაციები საკმაოდ ბევრია. მძღოლებმა განსაკუთრებით კარგად იციან ამ ადგილების შესახებ. გამოვყოფდი პირობითად პეკინის გამზირსა და ჭაბუკიანის კვეთას; ასევე პრობლემურია წინამძღვრიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის კვეთა.. საკმაოდ ბევრია ასეთი კვანძი სადაც მსგავსი დარღვევები უფრო მეტ პრობლემას ქმნის,“ – განაცხადა ბაგაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი კირვალიძეს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს აგინა, 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
  • ამინდი მკვეთრად იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
  • თავდაცვის ბიუჯეტისთვის ტექნიკური ხასიათის კლება არ არსებობს- თინა ხიდაშელი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge