Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა საშუალებას გვაძლევს, კოლეგებს, ვისთანაც სხვა მხრივ რთულია, გვქონდეს პირდაპირი კავშირი, ვესაუბროთ არაღიარების პოლიტიკაზე- შალვა პაპუაშვილი

October 9, 2026
საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა საშუალებას გვაძლევს, კოლეგებს, ვისთანაც სხვა მხრივ რთულია, გვქონდეს პირდაპირი კავშირი, ვესაუბროთ არაღიარების პოლიტიკაზე- შალვა პაპუაშვილი

დღეს, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. მომავალი სამი წლის განმავლობაში კავშირს ავსტრალიის პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, ვისთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ფორმატში საქართველოს დელეგაციას კოლეგიალური თანამშრომლობის შესაძლებლობა ჰქონდა.

„ამ კავშირის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ კოლეგიალური თანამშრომლობა გვქონოდა. ვფიქრობ, რომ ასამბლეა ძალიან წარმატებული იყო. ჩვენი დელეგაციისთვის მნიშვნელოვანი იყო ის შეხვედრები, რომლებიც გავმართეთ. შესაძლებლობა მქონდა, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა მქონოდა. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ორმხრივი ურთიერთობის ჩვეულ სტრატეგიულ კალაპოტში დაბრუნების მნიშვნელობასა და გზებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მალე გვექნება. ასევე შესაძლებლობა მქონდა, რომ პირველად, მას შემდეგ, რაც ნაურუმ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა, ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვედროდი. მათ მადლობა გადავუხადეთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ არაღიარების პოლიტიკა თავის შედეგების მოტანას გააგრძელებს. ახლა რიგში სირია და ვენესუელა არიან. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ამ ქვეყნებმაც გააუქმონ. ასამბლეა საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს კოლეგებს, ვისთანაც სხვა მხრივ რთულია გვქონდეს პირდაპირი კავშირი, ვესაუბროთ არაღიარების პოლიტიკაზე, რადგან ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემატიკა. ეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს შეეხება, რომელიც თუ დაირღვა პლანეტის ერთ წერტილში, ის შემდეგ უკვე ადვილად მიაღწევს მეორე წერტილშიც. ასე რომ, ეს ყველას ეხება. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, თითოეულ ქვეყანას ეხება. თუ საქართველოს შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა არ იქნება, მაშინ სხვა შემთხვევაშიც ადვილად დაირღვევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე მინდა თქვენ უპასუხოთ – გვეზრდება ხელფასი პარლამენტის წევრებს თუ არა? მკაფიოდ მინდა, რომ აქ ბრძანოთ…” – ირაკლი ზარქუა კაკაურიძეს
  • წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
  • “ბინას ვყიდი… ვიდრე პროპაგანდა ააგორებს, რომ ქვეყნიდან გავრბივარ, ნამდვილ მიზეზს გაგანდობთ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge