Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპროცესოს გაფორმება არ გამოხატავს, რომ კონკრეტული ადამიანები დამნაშავეები არიან, მათი მხრიდან ეს ნაბიჯი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული რეპრესიული მდგომარეობით- ირაკლი ფავლენიშვილი

October 9, 2026
“ყველა შეკრებაზე, იქნება ევროსაბჭო, ევროპარლამენტი თუ სხვა ორგანო, უნდა ველოდოთ უფრო კრიტიკულ განცხადებებს…”- ირაკლი ფავლენიშვილი

ჩვენთვის ყველა პოლიტიკური ტყვე არის არის დასაფასებელი და მათი ქმედებების მორალურ განსჯაში ვერ შევალთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპროცესოს გაფორმება არ გამოხატავს, რომ კონკრეტული ადამიანები დამნაშავეები არიან.

„ჩვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის პოზიციას ვცემთ პატივს. გუშინ გავრცელდა, მათ შორის, ირაკლი ნადირაძის წერილი, რომელმაც არ შეიძლება არ აღგაფრთოვანოს. 4 შვილის მამა, როგორ გმირულად იბრძვის. რაც შეეხება ბატონ პაატა ბურჭულაძეს, ისიც გახლავთ ჩვენთვის ერთ-ერთი სამაგალითო ქართველი და მისი პოზიციაც ყოველთვის არის დასაფასებელი.

როგორც მან განაცხადა, ის აპირებს იყოს ბოლო, ვინც გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას, თუ გააფორმებს, თეორიულად ვამბობ. მან არა საკუთარ თავზე ისაუბრა, არამედ სხვებზე. ყველა შემთხვევაში მისი პოზიცია ჩვენთვის დასაფასებელია. დაპირისპირებას იწვევს, ალბათ იმ ადამიანებს შორის რომლებსაც სხვადასხვა პოზიცია აქვთ, ჩვენ ყოველთვის ერთი პოზიცია გვაქვს, არ შეგვიცვლია ეს პოზიცია. ყველა პოლიტიკური ტყვე არის ჩვენთვის დასაფასებელი და ვერ შევალთ მორალურ განსჯაში მათი ქმედებების.

როცა ვსაუბრობთ საპროცესოს გაფორმებაზე, ეს არ იქნება იმის გამომხატველი კონკრეტული ადამიანები არიან კრიმინალები, დამნაშავეები. კარგად გვესმის, რომ ეს ხალხი არის ძალიან პატიოსანი, წესიერი, პატრიოტი ადამიანები და მათი მხრიდან ეს ნაბიჯი უბრალოდ გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით. გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიებით და არა მათი თითქოსდა კრიმინალური საქმიანობით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა: „ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“.

ამასთან, პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „დაველოდოთ, ყველა დაკავებულის გათავისუფლებას და შემდეგ განვიხილავთ, პაატა ბურჭულაძე ციხეში უფრო ფასეული იქნება, თუ თავისუფლებაზე“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
  • “ბინას ვყიდი… ვიდრე პროპაგანდა ააგორებს, რომ ქვეყნიდან გავრბივარ, ნამდვილ მიზეზს გაგანდობთ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი
  • კობახიძისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ კორუფცია ღარიბაშვილამდეც იყო და ახლაც არის

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge