Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხმაურის რეგულაციებზე გადაწყვეტილება უნდა იყოს ოპტიმალური, ავტო-მოტომოყვარულებიც კმაყოფილი დარჩნენ და მოსახლეობაც არ შეწუხდეს- კახა კალაძე

October 9, 2026
“მნიშვნელოვანია „დინამო არენას“ სტადიონის გამართულად ფუნქციონირება,  ძალიან ბევრ გულშემატკივარს იტევს”- კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, ხმაურის შემცირების მიზნით დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით, აუცილებელია ბალანსის დაცვა, რათა მოქალაქეების სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და ამავდროულად, ავტო და მოტომოყვარულთა ინტერესები არ დაზიანდეს.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პირადად მიიღო არაერთი შეტყობინება ავტო და მოტო მოყვარულებისგან, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

„ერთი პრობლემა რაც არის, ეს არის ხმაურისგან შეწუხებული მოსახლეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში, კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ გამზირებზე, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის, თუმცა არის მეორე მხარე – ავტო და მოტომოყვარულები. დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე. სხვათა შორის, მეც ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ, მოტომოყვარულმა და ავტომოყვარულმა მომწერა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ შეიძლებოდა რაიმე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ პროცესში ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო და დარგობრივი ფედერაციები.

„როგორც პრემიერმა ისაუბრა დღეს, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, როგორც ავტო-მოტო ფედერაციები კონკრეტული ადამიანების ჩართულობით, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც ოპტიმალური იქნება ყველასთვის – როგორც ავტო და მოტომოყვარულთათვის, ასევე, ისე რომ არ შევაწუხოთ და დავაზიანოთ მოსახლეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • TV იმედმა, რუსთავი 2-მა, POS TV-იმ და მაესტრომ 2025 წელი ჯამში 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს – რა ინფორმაციას ავრცელებს მედიაჩეკერი
  • ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ნათქვამია, რომ სიტყვა არის ღმერთი, სიტყვა ღვთისა არის ღმერთი და ეს სიტყვა იწოდებოდა იესო ქრისტედ- შიო მესამე
  • „დაიდენტიფიცირებულია რამდენიმე გზაჯვარედინი“ – რომელ ადგილებში შეიძლება დაიხაზოს ე.წ.Yellow box საწყის ეტაპზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge