პაატა ბურჭულაძე ციხეში უფრო ფასეული იქნება ქვეყნის თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე აზრით, 4 ოქტომბრის მოვლენების ყველა ორგანიზატორი და ლიდერი ვალდებულია, ციხეში იყოს, ვიდრე სხვა ყველა დანარცენი ადამიანი არ გათავისუფლდება.
„სხვა ადამიანებმა, ჩემი პერსონალური აზრით, აუცილებლად უნდა გააფორმონ საპროცესო შეთანხმება და გავიდნენ თავისუფლებაზე. ეს არის ჩემი და არა პაატას პოზიცია. პაატამ რაც დაწერა, ეს მისი პოზიციაა. მე ვაჟღერებ ჩემს პოზიციას“, – განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“.
