Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 14 წლის წინ გავრცელებული ე.წ. ციხის კადრების გამოძიებას ითხოვს

October 9, 2026
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 14 წლის წინ გავრცელებული ე.წ. ციხის კადრების გამოძიებას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 14 წლის წინ გავრცელებული ე.წ. ციხის კადრების გამოძიებას ითხოვს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს შეიტანენ განცხადებას, სადაც მოითხოვენ იმ ადამიანების დაკითხვას, რომლებმაც რამდენჯერმე აღიარეს, რომ ე.წ. ცოცხების და ე.წ. კარანტინის კადრები არ იყო სიმართლე.

“14 წელი გავიდა საქართველოში რუსული სპეცოპერაციიდან, ციხის. ე.წ. კადრების გავრცელებიდან, მე შეგახსენებთ, რომ 14 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი მალავდა სიმართლეს, როგორც ე.წ. ცოცხების, ასევე ე.წ. კარანტინის ეპიზოდი, არის დადგმული და მთავარ ორგანიზატორებს, დამდგმელებს – ბედუკაძეს, ელიზბარაშვილს და ლომიას ამის შესახებ არაერთ საჯარო განცხადებაში აქვს ნათქვამი. ჩვენ მოვითხოვთ გენერალური პროკურორისა და ზოგადად პროკურატურისგან ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას. ყველა იმ ადამიანის დასჯას და გამოკითხვას, ვინც მონაწილეობას იღებდა, რუსული აგენტურული ქსელის ამოქმედების შემდგომ, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების ოპერაციაში. ეს იყო ფისქოლოგიური სპეცოპერაცია, ხალხს დაარწმუნეს ასეთი შემზარავი დანაშულის რეალური არსებობა და მიაღებინეს გადაწყვეტილება, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოუტანა ჩვენ ქვეყანას. შეგახსნებთ, რომ მაშინ საუაბრი იყო 26 ათას მითიურ ქართველ ვაჟკაცზე, რომელიც არ არსებობდა, რადგან ერთი ხომ მაინც იქნებოდა, რომელიც ჩვენებას დაწერდა, ხმამაღლა ისაუბრებდა, ან შურს იძიებდა და ამის შესახებ გაიგებდა საზოგადოება. დღეს არის რეჟიმი, რომლის პირობებშიც ხდება ისეთი დანაშაული, როცა ქართველი კაცი და ქართული ოჯახი, ამტკიცებს, რომ მოხდა გაუპატიურების ფაქტი და არ იძიებენ ამ საქმეს. მაშინ გაიღო ციხის კარები, შევიდნენ უფლებადმაცველები, არასამთავრობოები, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება, პირიქით, სისტემა აშავებს იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ შემზარავ დანაშულებზე საუბრობენ, ამიტომაც მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ამ საქმის გამოძიებას, ადრე თუ გვიან უნდა დადგეს სამართალი, ამ საქმესთან დაკავშირებით” – განაცხადა ფავლენიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
  • საპროცესოს გაფორმება არ გამოხატავს, რომ კონკრეტული ადამიანები დამნაშავეები არიან, მათი მხრიდან ეს ნაბიჯი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული რეპრესიული მდგომარეობით- ირაკლი ფავლენიშვილი
  • ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომელიც დაადგენს, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა- კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge