საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, ხომ არ აპირებს საქართველოს მთავრობა დროებითი ზომების მიღებას, მათ შორის, მაგალითად, აქციზის განაკვეთის შემცირებას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება.
„ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს. დაველოდებით მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
