რატომ დაინტერესდა გამოძიება საქართველოს ფოსტის საქმიანობით – ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არ არის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ კორუფციული საქმიანობის უფლება მოიპოვოს ახალმა დაჯგუფებამ.
მათი თქმით, ე.წ. კლანებს შორის დაპირისპირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
“ოცნება“ არის კორუფციაში დახელოვნებული, კორუფციის დიდოსტატების გუნდი. არსად, არცერთ სფეროში არ უნდა გაგიკვირდეთ სავარაუდო და შესაძლო კორუფცია, ვინაიდან, ეს ადამიანები გვეუბნებიან უკვე, რომ კორუფციაში იხრჩობოდნენ, ეს იყო მათი საფირმო ნიშანი და კობახიძე ისე საუბრობს, თითქოს, 2 წელია იყვნენ ხელისუფლებაში, და თვითონ არ იყვნენ პასუხისმგებლები, თვითონ იყვნენ პარლამენტში, უმრავლესობაში და თვითონ აძლევდნენ ხმას, რომ ეს ადამიანები მთავრობაში ყოფილიყვნენ” – ამბობს ლევან სამუშია.
ბორის ჩელე ყურუა არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ფოსტაში აღმოჩნდება დასაქმებული ადამიანი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელია.
“პრემიერ მინისტრმა მმართველობის 14 წლის შემდეგ გამოგვიცხადა, რომ ელიტური კორუფცია მოისპო, კითხვა ჩნდება, რას აკეთებდნენ ამდენი ხანი. ახლა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საქართველოს ფოსტაში 14 წლის განმავლობაში ფულს იპარავდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი აღმოაჩინეს და აღკვეთეს დღეს. მერე აღმოაჩნენე, რომ იმ ფოსტაში დასაქმებული ადამიანი, უფროსი ღარიბაშვილის ახლობელი იყო და რადგან ღარიბაშვილი პრემიერი არ არის, იმიტომ მიადგნენ ამ ადამიანებს. აქ რეალური მიზეზია შემადგენლობსი შეცვლა და არა ის, რომ კორუფციას და კორუფციის გამომწვევს ებრძოლონ” – აცხადებს ბორის ჩელე ყურუა.
