ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება – ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია იმ ადამიანების შესახებ, ვისაც შეზღუდვები მოეხსნა.
ყველაფერი სამჯერ შეამოწმეს, მაგრამ როგორც ირკვევა, ამის მიზანშეწონილად ივანიშვილის შემთხვევაში ვერ დაინახეს.
OFAC-მა სანქციების სიების გადახედვის ფარგლებში სამი ეტაპი ჩაატარა – 28 მაისს სიიდან 76, 27 ივლისს 84, ხოლო 5 ოქტომბერს 125 პირი და სუბიექტი ამოიღო. ბოლო ეტაპზე დამატებით 22 ჩანაწერის მონაცემები განახლდა. ივანიშვილი სანქციების სიიდან არცერთ ეტაპზე არ ამოუღიათ და მისი სტატუსი უცვლელია. OFAC-ის მოქმედ სიაში ის კვლავ სანქცირებულ პირად არის მითითებული.
ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქციების სიებიდან 285 პირის და სუბიექტის ამოღება მოხდა.
