Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

October 8, 2026
“უამრავ მორწმუნეს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის…ოკუპირებული იყო სამების ტაძარი ბიძინას და მისი პირადი გარემოცვის მიერ” – ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საწვავის ფასებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დროებითი ზომების მიღებას ითხოვს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საწვავზე საგადასახადო ტვირთის შემცირების გარეშე ფასების „კატასტროფა“ გარდაუვალია და მყისიერი ეფექტია საჭირო. გვარამიას თქმით, შესაბამისი ზომის მიღების გარეშე საწვავის ფასების ზრდას პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების ზრდაც მოჰყვება.

გვარამია ამბობს, რომ აქციზის დროებით შეჩერება ლიტრს დაახლოებით 40 თეთრით გააიაფებს, ხოლო დღგ-ის შეჩერებასთან კომბინაციაში ლარამდე გააიაფებს.

„ჩემი მანქანის ავზის შევსება პრემიუმით (და არა სუპერით) უკვე 260 ლარი ჯდება. ამ 260 ლარიდან დაახლოებით 65 ლარი გადასახადია: აქციზი და დღგ. თან ამ ქალაქის საცობებში მანქანა პრაქტიკულად ორმაგს წვავს. თუ ეს ჩემთვის მძიმეა, წარმოიდგინეთ ტაქსის მძღოლი, დისტრიბუტორი ან ფერმერი, ვისთვისაც საწვავი ყოველდღიური სამუშაო ხარჯია.

ივანიშვილის კლანური კორუფცია მთავარი და გადამწყვეტი პრობლემაა, მაგრამ ამაზე უსასრულო საუბარი მომხმარებელს დღეს ვერაფერს შველის.

საწვავზე საგადასახადო ტვირთის შემცირების გარეშე ფასების კატასტროფას ვერ ავცდებით. მყისიერი ეფექტი გვჭირდება. საწვავი ყველა პროდუქტის ფასში დევს, ამიტომ მას პირველადი მოხმარების ყველა საქონელი მიჰყვება.

რიცხვები მარტივია. აქციზის დროებით შეჩერება ლიტრს დაახლოებით 40 თეთრით გააიაფებს. აქციზისა და დღგ-ის ერთად შეჩერება დაახლოებით ერთი ლარით, ანუ ფასის მეოთხედით.

ის, რომ მთავრობას ფასის მატება აწყობს, მათემატიკური ფაქტია: დღგ ფასის პროცენტია, ამიტომ რაც უფრო ძვირია ლიტრი, მით მეტს იღებს ბიუჯეტი თითოეული ჩვენგანისგან. პოლიტიკური ფაქტი კი ისაა, რომ ამ ბიუჯეტიდან ასობით მილიონი მიდის ვითომ საჯარო მოხელეებზე, სინამდვილეში კი სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ „ქართული ოცნების“ წევრებსა და კოორდინატორებზე.

წელს გერმანიამ ლიტრზე გადასახადი 17 ცენტით, ირლანდიამ კი 27–32 ცენტით შეამცირა. ჩვენც დროებითი ზომა დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ. ოღონდ, ერთი პირობით: შეღავათი მოქალაქის ჯიბეს უნდა შეეხოს და არა ივანიშვილის საწვავის მაფიის მოგების მარჟას დაემატოს“, – წერს გვარამია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული და დაშავებული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
  • თბილისის ნაწილს შუქი მთელი დღით გაეთიშება – ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge