ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა.
ცერემონიაზე აღნიშნეს, რომ მუსაევმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Flydubai-ს რეისის 174 მგზავრის სიცოცხლის გადარჩენაში – თავდამსხმელის შესაკავებლად სხვა მგზავრებს დახმარება გაუწია, შემდეგ კი მძიმედ დაჭრილ კაპიტანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.
მათთვის, ვინც არ იცის, ქართულ საზოგადოებაში სახელი შოთა უკავშირდება შოთა რუსთაველს, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პოეტს, რომლის პოეზიაზეც მე, სხვადასხვა გარემოების გამო, გავიზარდე“, – თქვა ისრაელის პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
მუსაევმა კაპიტანს ძლიერი სისხლდენა შეუჩერა და თვითმფრინავის დაშვებამდე მასთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებდა, რათა მისი მდგომარეობა დაესტაბილურებინა.
ცნობისთვის, 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები გადასცა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში უკან შემობრუნდა.
flydubai-ს ბორტმა თავდაპირველად გადასცა საერთაშორისო საგანგებო კოდი “7700”. მალევე კი გაიგზავნა კოდი “7500”, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან მასში უკანონო ჩარევას აღნიშნავს. თვითმფრინავი ქალაქ თაბუქის აეროპორტში დაეშვა.
ავარიულ დაშვებამდე გავრცელდა ცნობა, რომ კაბინაში ერთ-ერთმა პილოტმა მეორე, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჩჰარი დანით დაჭრა.
კაპიტანი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაშვების შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
