Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

1.5 მლნ. ლარამდე 9 თვეში – თბილისში მეორეული საბურავებისა და ჯართის განთავსების წესის დარღვევაზე დაჯარიმების სტატისტიკა

October 8, 2026
1.5 მლნ. ლარამდე 9 თვეში – თბილისში მეორეული საბურავებისა და ჯართის განთავსების წესის დარღვევაზე დაჯარიმების სტატისტიკა

თბილისში მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ასევე ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევისთვის 9 თვეში გამოწერილმა ჯარიმებმა 1.453 მლნ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში შედგენილია 457 ოქმი. თუმცა, მოწოდებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის, ამათგან რამდენია განმეორებითი ჯარიმა. შესაბამისად, დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა უცნობია.

„მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის N54-35 დადგენილების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 2026 წელს 1 იანვრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით შედგა 457 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დაჯარიმების შესახებ), ხოლო დაკისრებულ ჯარიმების ჯამურმა თანხამ შეადგინა 1 453 500 ლარი“,- ვკითხულობთ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ასევე ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის ახალი წესი 2026 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს.

რეგულაციით იკრძალება ზემოაღნიშნული საქმიანობა საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში. ხოლო დასაშვებ ფუნქციურ ზონებში (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა), განსაზღვრულია გარკვეული პირობები, რომლის დაკმაყოფილებაც მოუწევთ ტერიტორიის მესაკუთრეებს და მეწარმე სუბიექტებს.

ამასთან, მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან ავტონაწილებით მოვაჭრეებისთვის ახალი წესები და ჯარიმები თბილისის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოქმედებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, აღნიშნული მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის, ფიზიკური პირის 2 500, ხოლო იურიდიული პირის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 5 000 ლარს, იურიდიული პირისთვის კი 15 000 ლარს შეადგენს.

ამასთან, იმ ადგილებში, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ აღნიშნული საქმიანობისთვის განსაზღვრულია, მაგრამ საქმიანობა დადგენილი წესის დარღვევით ხორციელდება, ფიზიკური პირი 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 2 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმები, შესაბამისად, 2 500 და 5 000 ლარი იქნება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • „საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა
  • გორში პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge