რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, შავი ჭირის ფილტვისმიერი ფორმის სავარაუდო შემთხვევის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ დაავადების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი კვლავ გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინისთვის შავი ჭირი აღარ არის ის „შავი სიკვდილი“, რომელმაც შუა საუკუნეებში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაავადების გამომწვევი ბაქტერია – Yersinia pestis – ბუნებაში დღესაც ცირკულირებს.
მნიშვნელოვანია, რომ შავი ჭირის ბუნებრივი კერები საქართველოშიც არსებობს. ქვეყანაში ორი ასეთი კერაა, სადაც გამომწვევი მღრღნელებისა და მათი პარაზიტების პოპულაციებში შეიძლება შენარჩუნდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადების გაქრობის მიუხედავად, მისი ბუნებრივი რეზერვუარები კვლავ არსებობს და საჭიროებს მუდმივ ეპიდემიოლოგიურ მეთვალყურეობას.
სად მდებარეობს საქართველოში შავი ჭირის ბუნებრივი კერები, რომელი მათგანია უფრო აქტიური, როგორ გადადის ინფექცია ადამიანზე, რა სიმპტომებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და რამდენად რეალურია დღეს საქართველოში დაავადების გავრცელების რისკი – ამ და სხვა საკითხებზე ეპიდემიოლოგ ეკა რუხაძეს ვესაუბრეთ
– ქალბატონო ეკა, ბოლოს როდის დაფიქსირდა საქართველოში შავი ჭირით ადამიანის დაავადების შემთხვევა და რა ვითარებაში მოხდა ის?
– საქართველოში ადამიანის შავი ჭირით დაავადების ბოლო შემთხვევად 1921 წელი ითვლება. ეს ინფორმაცია წლების განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებსაც აქვთ დადასტურებული საჯარო განცხადებებში. 1921 წელი საქართველოში ზოგადად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებით გამოირჩეოდა და იმ პერიოდში ქვეყანაში შავი ჭირის შემთხვევებიც ფიქსირდებოდა. თუმცა ისტორიული წყაროების მონაცემები იმ პერიოდისთვის არასრულია, ამიტომ ერთი კონკრეტული პაციენტის შემთხვევის ზუსტი ეპიდემიოლოგიური ჯაჭვის სრულად აღდგენა (რა ვითარებაში მოხდა ინფექციის გადაცემა და გავრცელება) დღეისთვის შეუძლებელია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავი ჭირით ადამიანის დაავადების ბოლო რეგისტრირებული შემთხვევები საქართველოში 1921 წლის ეპიდემიურ პერიოდს უკავშირდება… წაიკითხეთ ვრცლად
