Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც რუსულ ნავთობკომპანიებს, ფინანსურ მომსახურებასა და „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხება

October 8, 2026
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც რუსულ ნავთობკომპანიებს, ფინანსურ მომსახურებასა და „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხება

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი სანქციები გამოაცხადა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც, უწყების განცხადებით, ჩართულები იყვნენ რუსული ნავთობის წარმოებასა თუ ტრანსპორტირებაში, ხელს უწყობდნენ სამხედრო წარმოებას და ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლას.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ცნობით, 38 სანქცირებული ობიექტი მოიცავს რუსეთის ნავთობკომპანიებს, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს და მათ, ვინც რუსეთს სამხედრო შესაძლებლობებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელს აწვდიან.

სანქციების სიაში შედის, ნავთობის კიდევ 12 ტანკერი, რომლებიც, გაერთიანებული სამეფოს განცხადებით, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში ოპერირებენ და მოსკოვს ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

სამი კრიპტობირჟა და ორი გადახდის პლატფორმა, რომლებიც, ბრიტანეთის ხელისუფლების ვარაუდით, რუსეთს ფინანსური სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.

„მკაცრ ზომებს ვიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მათ შორის ფინანსური მომსახურებისა და კრიპტოვალუტის ბირჟების მეშვეობით. გზავნილი მარტივია: თუ რუსეთს ამ ომის დაფინანსებასა თუ აღჭურვაში დაეხმარებით, შედეგების წინაშე აღმოჩნდებით“, – აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქცირებულთაგან ორი სუბიექტი A7-ის უკანონო ფინანსურ ქსელთან ტრანზაქციებს ამუშავებდა და მათ განხორციელებას ხელს უწყობდა.

სასანქციო სიაში ასევე შედიან 17 ორგანიზაცია და ფიზიკური პირი, რომლებიც ჩართული არიან იმ საქონლის მიწოდებაში, რომელსაც გაერთიანებული სამეფო, აშშ და ევროკავშირი რუსეთის საომარი ძალისხმევისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, მათ შორის, რუსეთში მოქმედი მანქანა-დანადგარების, ელექტრონიკისა და რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის გამოყენებული მასალების იმპორტიორები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც ბორტზე პილოტი გადაარჩინა, ისრაელის პრეზიდენტმა სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
  • როდის გადაიბირა სინამდვილეში ოთარ ფარცხალაძე რუსულმა “ეფ-ეს-ბემ”?!
  • “ნარინჯისფერი ჭირი“ – ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის შეურაცხმყოფელი ქანდაკება აღმართეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge