Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პოლიტპატიმარი თუ არის ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმს მოახდენს, მაშინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლებისას- ირაკლი ქადაგიშვილი

October 8, 2026
“ერთმანეთში არჩიონ, ვინ დონ კიხოტია, ვინ სერვანტესი, ვინ შექსპირის გმირი ან ავთანდილი, თუმცა, არც ერთთან ამ ხალხის შედარებითი კავშირიც კი არ შეიძლება”-ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია.

ქადაგიშვილის განმარტებით, აღნიშნული ჯგუფების მიზანია არა დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობა საქართველოში, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლებაში მოყვანა.

„რაც შეეხება რეზოლუციასთან დაკავშირებულ საკითხებს, სწორედ ასეთი პოლიტიკით წაქეზებული და მათ მიერ ნაკვები ადგილობრივი პოლიტიკური ოპოზიცია იყო, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქუჩაში მოისროლა და ერთი სიტყვა არ დასცდენიათ ამასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, ყოველმხრივ, ყველანაირად ახალისებდნენ, მათ შორის 4 ოქტომბრის გადატრიალებას. ეს არის დამარცხებული საგარეო, თუ საშინაო პოლიტიკური აქტორების საქართველოზე შურისძიების რეზოლუციების მთელი წყება, რომელსაც არანაირ რეალობასთან და საქართველოსთან კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება, როგორც ისინი ეძახიან, პოლიტპატიმრებს, ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე ან პოლიციელზე შტურმს და თავდასხმას მოახდენს, თუ პოლიტპატიმარია, მაშინ სულ რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლების დროს. მაგრამ რეზოლუცია, რა თქმა უნდა, არც მიუღიათ და არც კრინტი დაუძრავთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.

ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება.

„რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ საკითხს, ყველამ გაითვალისწინოს, რომ საქართველო არ გახლავთ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს კანონები. საქართველოს აქვს კონსტიტუცია და ყველა ის კანონი, რაც არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტთან. ცალკეული ევროპარლამენტარების გადასაწყვეტი არ არის საქართველოში კანონი და კონსტიტუცია უნდა არსებობდეს თუ – არა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით მხოლოდ და მხოლოდ კანონიერ და კონსტიტუციურ პროცესს, მათ შორის იმ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობაზე არსებობს ობიექტური მტკიცებულებები ჩვენი სამშობლოდან გამომდინარე. როგორც არჩევნების დროს არჩევნებში უხეშად ჩარევით იყვნენ დაკავებული, როდესაც გადათელილი ჰქონდათ საერთაშორისო სამართალი, ქვეყნებს შორის ურთიერთობა, დემოკრატიის პრინციპები და არჩევნებში ჩარევის პრინციპები, ახლაც ასე ცდილობენ, ჩაერიონ მათ შორის სასამართლო პროცესებში. ეს არ არის ის რეზოლუციები, რომლებიც სამართლიანობაზეა დაფუძნებული, ეს არის რეზოლუციები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ვიწროპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას. 15-20 ადამიანია ხოლმე 720-კაციან პარლამენტში, რეალურად ინტერესი აქვს ზუსტად ერთი და იგივე სახელებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიაზე „ზრუნავენ“. ინტერესი არის ერთადერთი, რამენაირად დააზიანონ საქართველო, რადგან გაღიზიანებული არიან, მათ შორის იმით, რომ საქართველოს აქვს მყარი და მდგრადი ეკონომიკური წინსვლა. ქვეყანაში სოციალურ აფეთქებას ვერ აღწევენ, ოპოზიცია, ფაქტობრივად, მათივე კვლევებით განულებულია. ამიტომ უნდა დააწიონ ასეთი ტიპის რეზოლუცია, რათა არარსებულ ოპოზიციას და გარკვეულ მედიას ქვეყნის შიგნით აჟიოტაჟის შექმნის საშუალება მისცენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის და ნიკა მელიას, მშვიდობიანი პროტესტისთვის დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი აირის მოწოდების ხელშეკრულება 20-წლიანი ვადით გახანგრძლივდა
  • “არ დააძალო კითხვა, შეწყვიტოს, როცა აღარ უნდა, დაიწყოს, საიდანაც სურს” – როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა: პოეტ ნატო ინგოროყვას რჩევები
  • საქართველოს საპენსიო ფონდი 30 სექტემბრის სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge