Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აქციზის თუნდაც განახევრება რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის და დიზელის ფასი დავუბრუნოთ თუნდაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს- გიორგი კაკაურიძე

October 8, 2026
აქციზის თუნდაც განახევრება რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის და დიზელის ფასი დავუბრუნოთ თუნდაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს- გიორგი კაკაურიძე

აქციზის თუნდაც განახევრება რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის და დიზელის ფასი დავუბრუნოთ თუნდაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, გიორგი შარაშიძეს, რომელიც დაინტერესდა რამდენადაა შესაძლებელი მთავრობამ ნავთობის აქციზზე დროებითი შეღავათის დაწესება განიხილოს.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, რომ ის გაურკვევლობა, რაც არის ნავთობთან მიმართებით როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მსოფლიო ბაზარზე, ეტაპობრივად დამშვიდდეს. ამით უნდა დარეგულირდეს ნავთობის ფასები”.

„დავუშვათ, გავანახევრეთ ნავთობზე აქციზი, ამის ეფექტი იქნება 25 თეთრი. ერთ დღეში შეიძლება ნავთობის ფასებზე მოხდეს ისეთი რაღაც, რომ შემდეგ ვითარება შეიძლება შეიცვალოს. სამწუხაროდ, არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი, საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შევცვალოთ. თუ შევხედავთ ბოლო 6 თვის განმავლობაში შეცვლილ ფასებს, ჩვენი თუნდაც განახევრება აქციზის რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის და დიზელის ფასი დავუბრუნოთ თუნდაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის გაურკვევლობა, რაც არის ნავთობთან მიმართებით, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მსოფლიო ბაზარზე, ეს ეტაპობრივად დამშვიდდეს და ამით უნდა დარეგულირდეს ნავთობის ფასები”,- განაცხადა კაკაურიძემ.

თავის მხრივ, კომიტეტის სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, ნავთობის აქციზზე დროებითი შეღავათის დაწესების პრაქტიკას უკვე მიმართეს გერმანიამ და აშშ-მა.

„შეიძლება ეს პირდაპირ 2027 წლის ბიუჯეტს არ ეხებოდეს, მაგრამ ეს უკავშირდება ნავთობპროდუქტებზე გაზრდილ ფასებს. გასაგებია, თქვენ საგარეო ფაქტორებით ხსნით ამას და ასეც არის, პრინციპში, იმპორტირებული პროდუქციის ინფლაციის დიდი ნაწილი სწორედ ნავთობპროდუქტებზე მოდის. ესეც არ არის სიახლე, რომ გაზრდილი ფასები დიზელზე, ბენზინზე და ასე შემდეგ გადაეცემა ყველა ინდუსტრიას, საკვები პროდუქტებით დაწყებული, ნებისმიერი სხვა მიმართულებით დამთავრებული. ეს დიდი წნეხია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის მათ შორის. რამდენად შეიძლება განიხილოთ თუნდაც დროებითი ზომის მიღება, მაგალითად აქციზის შემცირების, ან გადავადების, ან ნებისმიერი ტიპის შეღავათის ნაწილში აქციზთან დაკავშირებით და რამდენად დიდი წნეხი შეიძლება იყოს ეს ბიუჯეტისთვის? საუბარი მაქვს დროებით ზომაზე. სწორედაც რომ გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე, ამ პრაქტიკას მიმართეს უკვე გაცილებით ძლიერმა სახელმწიფოებმა, როგორიც არის გერმანია და აშშ. გერმანიამ შეამცირა დროებით, თუ არ ვცდები 3 თვით, აქციზის გადასახადი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაავადა დიზელზე კონკრეტულად გადასახადი წლის ბოლომდე“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შალვა პაპუაშვილს განსაკუთრებით უნდა მივულოცოთ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია – ივანიშვილის პრემიერ-ვარსკვლავ-ბიჭუნას გარდამავალი სკამი, შემდეგ წრეზე, აშკარად მას უნდა ერგოს- სალომე სამადაშვილი
  • „საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა
  • გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც რუსულ ნავთობკომპანიებს, ფინანსურ მომსახურებასა და „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge