Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის- დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

October 8, 2026
შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის- დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

საქართველოს და საკუთარი თავის დაცინვაა, როცა საქართველოს შესახებ დებატებში 20-კაციანი ჯგუფი მონაწილეობს და ამას საქართველოს შესახებ სერიოზულ მსჯელობად წარმოადგენენ, მათ ამ 20-კაციან ჯგუფშიც კი არ აქვთ სრული მხარდაჭერა და საქართველოს დამცველი ადამიანები საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ, რითაც დასავლეთის ორმაგი სტანდარტი კიდევ უფრო აშკარად მჟღავნდება – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ევროპარლამენტართა ამ ჯგუფშიც კი არ არსებობს სრული მხარდაჭერა და საქართველოს მხარდამჭერი ადამიანები საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ, რაც, დასავლეთის ორმაგ სტანდარტს კიდევ უფრო აშკარას ხდის.

მისივე შეფასებით, შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. ჩიხელიძის თქმით, საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს.

„საქართველოს და საკუთარი თავის დაცინვაა, როცა საქართველოს შესახებ დებატებში 20-კაციანი ჯგუფი მონაწილეობს და ამას საქართველოს შესახებ სერიოზულ მსჯელობად წარმოადგენენ, მათ ამ 20-კაციან ჯგუფშიც კი არ აქვთ სრული მხარდაჭერა და საქართველოს დამცველი ადამიანები საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ, რითაც დასავლეთის ორმაგი სტანდარტი კიდევ უფრო აშკარად მჟღავნდება. წლებია, საქართველოს ებრძვიან. ამ ბრძოლაში გამობრძმედილი საქართველო ამ ლაქიებს არც კი ამჩნევს ვითარდება, იზრდება და ლამაზდება. უფრო მეტიც, საქართველომ ბოლო წლებში მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა და ეს პროგრესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ქვეყანას უწევს ყოფნა. ქვეყანას ერთდროულად ებრძვის როგორც გარე, ისე შიდა აგენტურა, პარალელურად კი მსოფლიოში უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესებულია. სწორედ ასეთ ტურბულენტურ გარემოში ახერხებს საქართველო შეინარჩუნოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, განვითარება და ყოველდღიურად გაზარდოს საკუთარი როლი როგორც რეგიონში, ისე უფრო ფართო საერთაშორისო სივრცეში. ამ ყველაფრის ფონზე კი რამდენიმე ევროპარლამენტარი საქართველოს შესახებ დებატებს მართავს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და საქართველოში თითქოს ათასობით ადამიანისგან შემდგარ მუდმივ აქციებზე საუბრობს. სწორედ ამ მოთხოვნებიდან და განცხადებებიდან ჩანს მათი დამოკიდებულების არასერიოზულობა, ევროპარლამენტართა ნაწილი საქართველოს შესახებ ისე საუბრობს, რომ ქვეყანაში არსებული განწყობების შესახებ რეალური წარმოდგენა არ აქვს და არ იცის ის რეალობა, რომელშიც საქართველო დღეს ცხოვრობს.

შეიძლება, მათთვის სასურველი რეზოლუცია მიიღონ, რადგან ასეთია პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ასეთი რეზოლუცია საქართველოს რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს საკუთარი გზა აქვს გასავლელი და ქვეყანა ეროვნული ინტერესებიდან გადახვევას არ აპირებს.“ – წერს ჩიხელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ!- ირაკლი ნადირაძე
  • “ლელო ძლიერი საქართველო“ მოუწოდებს “ქართულ ოცნებას“, დროებით მაინც დააბრუნონ საწვავის აქციზის გადასახადი 2017 წლის ნიშნულზე
  • სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge