Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხალხს უჭირს და ფუფუნებაში, კორუფციაში, „ქოლ-ცენტრებით“ გამდიდრებულ ფინანსურ კაპიტალში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ახლოს მყოფი ადამიანები ცხოვრობენ- ხატია დეკანოიძე

October 8, 2026
ხალხს უჭირს და ფუფუნებაში, კორუფციაში, „ქოლ-ცენტრებით“ გამდიდრებულ ფინანსურ კაპიტალში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ახლოს მყოფი ადამიანები ცხოვრობენ- ხატია დეკანოიძე

არ დაიჯეროთ ის ტყუილები, რომელზეც აპელირებს „ქართული ოცნება“. ქართველ ხალხს უჭირს და ფუფუნებაში, კორუფციაში, კლეპტოკრატიაში, „ქოლ-ცენტრებით“ გამდიდრებულ ფინანსურ კაპიტალში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ახლოს მყოფი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც კვებავენ რეჟიმს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რითაც საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდას გამოეხმაურა.

დეკანოიძის განმარტებით, საწვავის ფასი მოქმედებს ყველაფერზე და თუ ის მაღალია, მაშინ ყველაფრის ფასი არის მაღალი.

„არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აწუხებს გაჭირვება, სიღარიბე და მაღალი ფასები. ამ სიტუაციაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხელფასს იმატებენ 1350 ლარით, ხოლო მასწავლებელს უმატებენ 2 ლარით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატის ხელფასი არის 13 000- ლარიდან, 18 000 ლარამდე, ხოლო მასწავლებლის ხელფასი არის 38 ლარით მეტი და ძალიან მინიმალური.

დედაჩემი არის პენსიონერი, რომელიც წამლებში ხარჯავს 250 ლარს, მას პენსია ემატება 20 ლარით, ხოლო „ქართული ოცნების” დეპუტატის ხელფასი იზრდება 1350 ლარით.

ამ შემთხვევაში, საწვავის ფასი არის მონოპოლიური, გარიგებებზე დაფუძნებული, „ქართულ ოცნებას“ კი არ აინტერესებს, როგორია ადამიანის მდგომარეობა, რა ხდება მის მაცივარში, არ აინტერესებთ, რით იკვებება ბავშვი, რით იკვებება მოხუცი, რას ყიდულობს ის აფთიაქში. ეს არის ის სავალალო მდგომარეობა, რაც გვაქვს დღეს. შესაბამისად, არ დაიჯეროთ ის ტყუილები, რომელზეც აპელირებს „ქართული ოცნება“! ქართველ ხალხს დღეს უჭირს და ფუფუნებაში, კორუფციაში, კლეპტოკრატიაში, „ქოლ-ცენტრებით“ გამდიდრებულ ფინანსურ კაპიტალში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ახლოს მყოფი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც კვებავენ რეჟიმს“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

პოლიტიკოსის თქმით, არ ეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც ის პირობები ჰქონდეს, რის შესახებაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილის მსახურები ტელევიზიით საუბრობენ“.

„სინამდვილეში არის მაღალი ფასები, ძალიან მძიმე მდგომარეობა. იმპორტი გაძვირებულია, ექსპორტი შემცირებულია, ადამიანის მაცივარი არის ცარიელი“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციებით ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა- არჩილ გორდულაძე
  • სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა
  • „წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge