Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა დეტალები ხდება ცნობილი აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი ქალის მკვლელობის საქმეზე?

October 8, 2026
რა დეტალები ხდება ცნობილი აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი ქალის მკვლელობის საქმეზე?

ambebi.ge უკვე წერ­და, რომ ა.წ. სექ­ტემ­ბერ­ში ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რუსი ტუ­რის­ტის მკვლე­ლო­ბის­თვის 25 წლის ედ­გარ აბუხ­ბა და­ა­კა­ვეს. ეს მის­თვის პირ­ვე­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი არ არის – ორი წლით ადრე ის ტუ­რის­ტი ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და სას­ტი­კად ცე­მის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს, თუმ­ცა ვა­და­ზე ადრე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ამ­ჯე­რად მომ­ხდარ­ზე ვრცელ სტა­ტი­ას “კვი­რის პა­ლიტ­რა” აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­და­ნაც ნა­წყვეტს გთა­ვა­ზობთ:
ამ­ჯე­რად მოკ­ლუ­ლი 26 წლის ამი­ნა ბი­კბო­ვაა, რუ­სე­თის ქა­ლაქ ორენ­ბურ­გის მცხოვ­რე­ბი, რო­მე­ლიც გაგ­რა­ში მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და.

ამი­ნას ბოლო სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია, რის გა­მოც დე­დამ გან­გა­ში ატე­ხა და გაგ­რის მი­ლი­ცი­ას მი­მარ­თა. მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამი­ნამ ტე­ლე­ფო­ნით გა­იც­ნო გუ­და­უ­თე­ლი ედ­გარ აბუხ­ბა, რო­მე­ლიც გაგ­რა­ში ხილს ყიდ­და. გაც­ნო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სწერ­დნენ. 24 სექ­ტემ­ბერს აბუხ­ბამ ორი­ვე მე­გო­ბა­რი ყა­ვა­ზე და­პა­ტი­ჟა, თუმ­ცა შეხ­ვედ­რას მხო­ლოდ ამი­ნა და­თან­ხმდა. ამის შემ­დეგ გო­გო­ნას კვა­ლი გაქ­რა. მე­ო­რე დღეს მე­გო­ბარ­მა აბუხ­ბას იმ მა­ღა­ზი­ა­ში მი­ა­კი­თხა, სა­დაც ის ხილს ყიდ­და და ამი­ნას შე­სა­ხებ ჰკი­თხა. აბუხ­ბამ უთხრა, რომ მათ ყავა და­ლი­ეს, შემ­დეგ კი ამი­ნას ვი­ღაც სხვა ბიჭ­მა მან­ქა­ნით მი­ა­კი­თხა და წა­იყ­ვა­ნა.
26 სექ­ტემ­ბერს და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას მშობ­ლებ­მა გაგ­რის მი­ლი­ცი­ას მი­მარ­თეს. მე­ო­რე დღეს აბუხ­ბა და­ა­კა­ვეს. დე ფაქ­ტო შს სა­მი­ნის­ტრო და­კა­ვე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით აცხა­დებს, რომ ყა­ვის და­ლე­ვის შემ­დეგ აბუხ­ბამ ამი­ნა ტაქ­სით ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში წა­იყ­ვა­ნა. იქ მათ კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­დათ, რის მე­რეც აბუხ­ბამ გო­გო­ნა და­ახ­რჩო. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე დი­ლით, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, მან ნაც­ნობს ავ­ტო­მო­ბი­ლი სთხო­ვა, ცხე­და­რი მან­ქა­ნა­ში მო­ა­თავ­სა და ბზი­ფის ხე­ო­ბის­კენ გა­ე­მარ­თა. თავ­და­პირ­ვე­ლად ცხედ­რის წყალ­ში გა­დაგ­დე­ბას აპი­რებ­და, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო და პლედ­ში გახ­ვე­უ­ლი სოფ­ლის გზას­თან, ბუჩ­ქებ­ში მი­აგ­დო, მოკ­ლუ­ლის ტე­ლე­ფო­ნი და პი­რა­დი ნივ­თე­ბი კი სო­ხუ­მის გზატ­კე­ცილ­ზე, ნა­გავ­ში გა­და­ყა­რა.

და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ აბუხ­ბა მა­ნამ­დეც იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი. 2019 წელს, რო­დე­საც ის 17 წლის იყო, 20 წლის რუსი ტუ­რის­ტი ქალი სო­ხუ­მის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ე.წ. სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბის კომ­პლექსში მი­იყ­ვა­ნა, გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, ქვე­ბი­თა და მუშ­ტე­ბით სას­ტი­კად სცე­მა, გა­ძარ­ცვა, ბო­ლოს სა­ფეთ­ქელ­ში ქვა ჩა­არ­ტყა და მი­ა­ტო­ვა. აბუხ­ბას ეგო­ნა, რომ ქალი მკვდა­რი იყო, თუმ­ცა ის გა­დარ­ჩა. დე ფაქ­ტო სა­სა­მარ­თლომ აბუხ­ბას 19 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, თუმ­ცა სა­კა­სა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი გა­ა­უქ­მა და რო­გორც არას­რულ­წლო­ვანს, სას­ჯე­ლი 9 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბით შე­უმ­ცი­რა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის ოჯა­ხი კომ­პენ­სა­ცი­ად მი­ლი­ონ რუბლს ითხოვ­და, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ აბუხ­ბას 10 ათა­სი რუბ­ლის ჯა­რი­მა და­ა­კის­რა.

აბუხ­ბამ შემ­ცი­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი მო­ი­ხა­და და 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მა­შინ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მწვა­ვედ გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა “უკი­დუ­რეს გა­უ­გებ­რო­ბად” შე­ა­ფა­სა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს აფხა­ზეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა ურ­ჩია უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კე­ბის გამო. გან­ცხა­დე­ბას აფხა­ზეთ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ცალ­კე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო რე­გი­ონ­ში ტუ­რის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხის პო­ლი­ტი­ზე­ბა არას­წო­რია.

ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ აბუხ­ბა კვლავ და­ა­კა­ვეს. ამ­ჯე­რად რუსი ტუ­რის­ტის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე. დე ფაქ­ტო გენპ­რო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ საქ­მეს პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვან­და. დე ფაქ­ტო ტუ­რიზ­მის სამ­სა­ხურ­მა მოკ­ლუ­ლის ოჯახს დაკ­რძალ­ვის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა და ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცია შეს­თა­ვა­ზა.

“თუ თა­ვი­დან ძა­ლა­დო­ბა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებ­ზე იყო დაშ­ვე­ბუ­ლი, ეს უკვე ყვე­ლას შე­ე­ხო”
უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი: – აფხა­ზეთ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა წლე­ბია მძი­მეა და ეს ახა­ლი პრობ­ლე­მა არ არის. ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი, მათ შო­რის რუსი ტუ­რის­ტე­ბის მი­მარ­თაც და მოს­კოვ­საც ჰქონ­და ამა­ზე რე­აქ­ცია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, კრი­მი­ნა­ლი ბევრ სფე­რო­შია შეღ­წე­უ­ლი და კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზეც არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა. დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ტუ­რის­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი სე­ზონ­ზე არ გახ­მა­ურ­დეს, რათა შე­მო­სა­ვა­ლი არ და­კარ­გოს და მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნას. არ ახ­მა­უ­რე­ბენ შემ­თხვე­ვებს, თუკი საქ­მე ძა­ლი­ან მძი­მე და­ნა­შა­ულს, მა­გა­ლი­თად, მკვლე­ლო­ბას, არ ეხე­ბა. წლე­ბია, არა­ფე­რი იც­ვლე­ბა და მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა და­უს­ჯე­ლო­ბა­სა და დე ფაქ­ტო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. თუ აფხა­ზეთ­ში ადა­მი­ა­ნი გავ­ლე­ნი­ა­ნი კლა­ნის წევ­რია, კავ­ში­რე­ბი აქვს ან შე­უძ­ლია ფუ­ლის გა­დახ­და, ის ყო­ველ­თვის არი­დებს თავს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ან მხო­ლოდ მოჩ­ვე­ნე­ბი­თად ის­ჯე­ბა. თუნ­დაც ამ შემ­თხვე­ვა­ში მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის ის კაცი წლე­ბის წინ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ვა­და­ზე ადრე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რუ­სე­თი ბევ­რს ვე­რა­ფერს აკე­თებს, რად­გან სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლი აფხა­ზუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის ხელ­თაა. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციებით ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა- არჩილ გორდულაძე
  • სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა
  • „წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge