აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაცხადებით, არ თვლიან, რომ რუსეთში “შავ ჭირთან” დაკავშირებით ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალება ბიულოგიურ იარაღს უკავშირდება.
კითხვაზე, რუსეთში შავი ჭირის კონტექსტში არის თუ არა “ბიოლოგიურ იარაღზე” საუბარი, ტრამპმა აღნიშნა: “მალე გავაკრვევთ ამას, მაგრამ ასე არ ვთვლით”.
მისი თქმით, რუსმა მაღალჩინოსნებმა ამერიკელ კოლეგებს პირობა მისცეს, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ აიღეს.
აშშ-ის პრეზიდენტა ამავდროულად აღიარა, რომ გარკვეული მსგავსებაა იმასთან, თუ როგორ ამტკიცებდნენ 2020 წლის დასწყისში ჩინელი მაღალჩინოსნები, რომ მოახერხეს COVID-19 ვირუსის შეკავება, ვიდრე გლობალური პანდემია არ გამოიწვია.
“ჩინეთს ბევრ არ ამბობდა და რუსეთიც ბევრს ამ ამბობს, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ სიტუაცია სრულიად კონტროლის ქვეშ აიღეს,” – განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ელის ამ შემთხვევაზე და მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთი აქამდე არ ჩქარობდა ამის გაკეთებას.
“ამწამს შევხვდი ჩვენს სპეციალისტებს. შესანიშნავი სპეციალისტები გვყავს. ყველაფერი იციან იმაზე, რაც ხდება. და მთელი ეს ინფორმაცია მათ მისდით,” – განაცხადა ტრამპმა.
