თბილისის მერიის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე – “ისწავლე და დასაქმდი” რეგისტრაცია იწყება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ეხმარება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებაში.
“ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ეძებს სამსახურს და პარალელურად, არის ბიზნესსექტორი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები. ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სხვადასხვა სფეროში ახორციელებენ. გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით არის კადრების ნაკლებობა. შესაბამისად, მოქალაქეებს ვაძლევთ საშუალებას, გადამზადდნენ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, პარალელურად კი ვეხმარებით დასაქმებაში. ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად ხორციელდება კურსების განახლება. მიმდინარე სემესტრში პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე – ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისზეც ისაუბრა.
“პროგრამის ფარგლებში გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე – მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას ემატება ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისი. ეს ნიშნავს, რომ წარმატებული კურსდამთავრებული გაივლის პრაქტიკას და ის იქნება ანაზღაურებადი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტო კადრებს შემდეგ პოზიციებზე ეძებს:
საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ანაზღაურება 3 200 ლარი;
მონიტორინგის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ანაზღაურება 3 200 ლარი;
მონიტორინგის სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ანაზღაურება 2 240 ლარი;
მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ანაზღაურება 3 200 ლარი;
მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლის სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ანაზღაურება 2 240 ლარი.
