Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პაატა ბურჭულაძე ციხიდან წერილს ავრცელებს

October 7, 2026
პაატა ბურჭულაძე ციხიდან წერილს ავრცელებს

ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული მომღერალი, პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების საკითხს ეხმაურება.

როგორც პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, პროტესტი არსად არ გამქრალა და ბრძოლა გრძელდება.

„მინდა გამოვეხმაურო 4 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ კრებაზე დაკავებულების, საპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლების საკითხს, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

ყველა სასამართლო პროცესზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მე ვარ ამ ეროვნული კრების ერთადერთი ორგანიზატორი და სხვა არავინ. ვამაყობ ამ დღით და მისი ისტორიული მნიშვნელობით. მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩვენი ერთობისა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამაგალითო დღე, რომელმაც მიძინებული წინააღმდეგობა გამოაღვიძა და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ პროტესტი არსად არ გამქრალა და რომ კვლავ ვიბრძვით და „ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.

ბრძოლას ყოველთვის სჭირდება თავგანწირვა. არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური პატიმარი სინანულით იხსენებდეს იმ დღეს. პირიქით, ვიცი, რომ ისინი ამაყობენ და ბედნიერები არიან, რადგან იბრძოდნენ და იბრძვიან სამშობლოს განთავისუფლებისთვის. ხოლო, ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას. მითუმეტეს, ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა.

ჩემი მხარდაჭერა არა მხოლოდ სინდისისა და პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ გიორგი დავითაძესა და მის ოჯახს, ყველა პატიმარს, ვინც რეჟიმის ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია!

რეჟიმი დაშლის პირასაა და გამარჯვება გარდაუვალია! მთავარია, ვიყოთ ერთად და არ გავთითოკაცდეთ! მეამაყება, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ! გაუმარჯოს დაუმონებელ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოს!“, – ნათქვამია წერილში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპის განცხადებით, მალე გაარკვევენ, თუმცა არ ვფიქრობენ, რომ რუსეთში შავი ჭირის შემთხვევა ბიოლოგიური იარაღია
  • ანაზღაურება 2 240-დან 3 200 ლარამდეა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაქმების მსურველთათვის
  • რუსეთმა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო – რას მოაწერა ხელი ვლადიმერ პუტინმა?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge