მსოფლიო მედიისა და ჯანდაცვის სფეროს ყურადღების ცენტრში რუსეთში, კერძოდ ციმბირში განვითარებული მოვლენები მოექცა.
უცხოური მედიის ცნობებით, ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას უმძიმესი შედეგი მოჰყვა — 27 წლის ლაბორანტს, დარია შიპილოვას, მუშაობისას ცოცხალი ბაქტერიის შემცველი სინჯარა გაუტყდა, მან ეს ფაქტი დამალა, რის შედეგადაც ის უმძიმესი ინფექციით გარდაიცვალა. ინციდენტის შემდეგ რეგიონში რამდენიმე საავადმყოფო დაიკეტა, მასთან კონტაქტში მყოფი 200 პირი უკვე გამოვლინდა და ყველა მათგანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოფიციალური უწყებები ინციდენტს უარყოფენ და გარდაცვალების მიზეზად „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიას“ ასახელებენ, ადგილობრივ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ცნობების თანახმად მოსახლეობაში შიში და შეშფოთება გამოიწვია. განაგრძეთ კითხვა…
