Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„გამოდის, თუ ფეხი გადაგიცდა და Yellow box-ში აღმოჩნდი, მასობრივად იქნება ხალხის დაჯარიმება – სანქციების ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს“- რას ამბობს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

October 7, 2026
„გამოდის, თუ ფეხი გადაგიცდა და Yellow box-ში აღმოჩნდი, მასობრივად იქნება ხალხის დაჯარიმება – სანქციების ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს“- რას ამბობს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

„მხოლოდ საქნციების ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს – შუქნიშნები, გზები, გაჩერებები, შესასვლელი, გამოსასვლელი, პარკინგი, ავტობუსის გაჩერება, ინფრასტრუქტურა, ერთიანად უნდა მუშაობდეს,“ – ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც თბილისის გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, Yellow box-ების გამოყენება, ზოგადად, სწორი მიდგომაა, რადგან გზაჯვარედინებზე მოძრაობის ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ის ავტომობილებია, რომლებიც მწვანე შუქის დროსაც შედიან გადატვირთულ მონაკვეთებზე და იქ იჭედებიან.

თუმცა, როგორც მევლუდ მელაძე ამბობს, კონკრეტული გადაწყვეტილების ამოქმედებამდე, საზოგადოებისთვის შესაბამისი წესების სწავლებაა საჭირო.

„თემატურად, ასეთი Yellow box-ები სწორია, იმიტომ რომ გზაჯვარედინებზე, შიგნით ჩარჩენილი ავტომობილები შემდეგ უკვე მოძრაობას ჭედავენ.

რატომ გახდა ამის გაკეთება სხვა ქვეყნებშიც საჭირო? – იმიტომ რომ ადამიანები ერთმანეთისგან პრინციპში, არ განსხვავდებიან და ყველას უნდა, როდესაც მწვანეა ანთებული, რაც შეიძლება მალე მოხვდნენ იქ, სადაც მიდიან.

ცუდი არ არის ამის გაკეთება. ოღონდ ამ კულტურას უნდა მიეჩვიოს ჩვენი მოსახლეობა, ამას კი ყოველთვის დრო სჭირდება. თუ ეს რეგულაცია ძალიან მკაცრი იქნება და საბოლოო ჯამში, მხოლოდ ჯარიმებზე იქნება ორიენტირებული, გამოვა, რომ თუ შენ ფეხი გადაგიცდა და Yellow box-ში აღმოჩნდი, მასობრივად იქნება ხალხის დაჯარიმება.

ეს კი, ჩემი აზრით, ძალიან ცუდი იქნება. სავარაუდოდ, რაღაც საცდელი პერიოდი დასჭირდება, რომ ამას შეეჩვიოს საზოგადოება“, – აღნიშნა მევლუდ მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

მისი შეფასებით, ახალი წესები მძღოლებისთვის არა მხოლოდ სანქციების, არამედ განათლებისა და სწავლების ნაწილიც უნდა იყოს.

„როცა მსგავსი ახალი ელემენტები შემოდის, კარგი იქნება, რომ ამოქმედებამდე ჯერ სწავლებაში შემოდიოდეს. მარტო მართვის მოწმობის გამოცდას არ ვგულისხმობ. დღეს სკოლებს არ აქვთ რაიმე პროგრამა, რომელსაც მიჰყვებიან. ყველა თავისით ასწავლის და ყველა თვითნებურად ნასწავლი ცოდნით ვართ უკვე მერე ჩართული საგზაო მოძრაობაში.

პრობლემურია ასევე ზოგიერთი შუქნიშნის მუშაობის პრინციპი, რადგან კონკრეტულ გზაჯვარედინებზე მწვანე შუქის ხანგრძლივობა მოძრაობის რეალურ დატვირთვას არ შეესაბამება.

ბევრი შუქნიშანი, ჩემი აზრით, არასწორად არის მოწყობილი. არის რიგი სექციები, რომლებიც უფრო დიდხანს უნდა იყოს მწვანე, რიგი სექციები კი, პირიქით ნაკლებად, იმის მიხედვით, რომ დაბალანსდეს სხვადასხვა მიმართულება.

არის ადგილები, სადაც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, რომელ საათზეც არ უნდა მიხვიდე, მაინც გაჭედილია მოძრაობა, იმიტომ, რომ შუქნიშანი არასწორად არის იმ ადგილას მოწყობილი. იქ გინდა ეს Yellow box-ები იყოს, გინდა არა, არსებითად მდგომარეობას ვერ შეცვლის. ერთიან სურათში არის ბევრი რაღაც გამოსასწორებელი.

[Yellow box -ები] მხოლოდ საქნციების ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს – შუქნიშნები, გზები, გაჩერებები, შესასვლელი, გამოსასვლელი, პარკინგი, ავტობუსის გაჩერება, ინფრასტრუქტურა, ერთიანად უნდა მუშაობდეს.

მაგალითად, რიგ შემთხვევებში პირდაპირ შუქნიშნის სექციის ქვეშ არის ავტობუსის გაჩერება. შუქნიშანი მწვანედ ანთებს თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს ავტობუსი დგას. თუ არ არის „ბასლეინები“ და ისეთი სექციაა, ჩათვალეთ, რომ მთელი ნაკადი გაჩერებული გყავს“, – ამბობს მევლუდ მელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, თბილისის მერია დედაქალაქის გზებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, გზაჯვარედინებზე ყვითელი ბადისებრი მონიშვნა იმ პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს, როდესაც მძღოლები მწვანე შუქის დროსაც შედიან გზაჯვარედინზე, მიუხედავად იმისა, რომ წინ გადაადგილება შეუძლებელია, რის გამოც გზაჯვარედინზე სხვა მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს გადაადგილებას უზღუდავენ.

Yellow box-ის პრინციპი გულისხმობს, რომ მძღოლი ყვითლად მონიშნულ კვადრატში არ უნდა შევიდეს, თუ მის წინ გზა ან შესაბამისი ზოლი თავისუფალი არ არის და არსებობს იმის რისკი, რომ გზაჯვარედინის გადაკვეთას ვერ შეძლებს და მოძრაობას დააბრკოლებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დედამიწის აღსასრული და კოსმოსური გამოსავალი – რას “წინასწარმეტყველებდა“ სტივენ ჰოკინგი მსოფლიოს?
  • “ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე, ევროკომისიის პასუხისმგებლობაა, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • “დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში”- რას ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge