Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსეთი ზემო ლარსზე სომხური კონიაკით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს არ ატარებს

October 7, 2026
რუსეთი ზემო ლარსზე სომხური კონიაკით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს არ ატარებს

ზემო ლარსის რუსეთის მხარეს ერევნის ღვინის, არყისა და კონიაკის ქარხნის, „არარატის“ ბრენდის კონიაკით დატვირთული სატვირთო ავტომობილები, დაახლოებით, ერთი თვეა, დგანან. საუბარია, დაახლოებით, ორ ათეულ სატვირთო მანქანაზე.

ამის შესახებ მძღოლებმა shamshyan.com-ს განუცხადეს.

მათი ცნობით, ამ ხნის განმავლობაში მათ საკვებისა და საწვავისთვის განკუთვნილი თანხა დახარჯეს და ამჟამად გამოუვალ მდგომარეობაში არიან.

NEWS.am-ს „არარატის“ ქარხნის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კონიაკის შემადგენლობაში არაფერი შეცვლილა და გაჩერებული საქონელი იგივე კონიაკია, რომლის ექსპორტსაც ქარხანა სულ რაღაც ერთი თვის წინ სტაბილურად ეწეოდა. თუმცა ამჟამად რუსულ მხარეს კითხვები გაუჩნდა, ნიმუშები აიღო და ექსპერტიზაზე გაგზავნა. ამდენად, კომპანია ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.

მძღოლებმა, ასევე, თანხის გადახდის საკითხი წამოჭრეს, რაზეც კომპანიაში პასუხობენ, რომ „გადამზიდავებთან ურთიერთობა სახელშეკრულებო ხასიათისაა და ეს საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება.“

ცნობისთვის: 23 მაისს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის, ანუ „როსპოტრებნადზორის“ მეშვეობით მოსკოვმა სომხეთზე ზეწოლა ქვეყნის პროევროპული კურსის გამო გაზარდა და სამი სომხური მწარმოებლის, VEDI-ALCO-ს, “აბოვიანის კონიაკის ქარხნისა” და “შაჰნაზარიანის” ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში სომხური კონიაკის გაყიდვების 12.2%-ით შემცირების მიუხედავად, სომხეთი საქართველოზე ერთი პოზიციით წინ, მეორე ადგილზეა. კერძოდ, იანვრიდან-ივნისის პერიოდში რუსეთში სომხური კონიაკის საცალო გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 12.2%-ით შემცირდა და 1.37 მლნ დეკალიტრი შეადგინა. სომხეთის წილი კონიაკის მთლიან მოთხოვნაში 20%-ია, რაც წინა წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

რუსულ გილდია „ალკოპროს“ შეფასებით, სომხურ კონიაკს რუსეთის ბაზარზე პერსპექტივა აღარ აქვს და თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას მხოლოდ ყველაზე პოპულარული და დაძველებული ბრენდები, „არარატი“ და „ნოა“ შეძლებენ. თუმცა, მომავალში გარე ფაქტორებმა შესაძლოა, ამ პროდუქტებზეც იმოქმედოს. ამდენად, „ალკოპრო“ პროგნოზირებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სომხურ კონიაკს თაროებზე საქართველოში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში წარმოებული სასმელები ჩაანაცვლებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დედამიწის აღსასრული და კოსმოსური გამოსავალი – რას “წინასწარმეტყველებდა“ სტივენ ჰოკინგი მსოფლიოს?
  • “ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე, ევროკომისიის პასუხისმგებლობაა, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • “დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში”- რას ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge