Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითით არის გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც – ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, რაც გვიმყარებს ეჭვს, რომ ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა”- რას ამბობს ლევან მაჭავარიანი

October 7, 2026
“ევროკავშირს რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს, 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო გასაწევრიანებლად ყველაზე მომზადებული იქნება”- რას ამბობს ლევან მაჭავარიანი

ყველამ ძალიან კარგად იცის, 2012 წელს რა ხდებოდა ციხეებში და ყველამ ძალიან კარგად იცის, დღეს რა ხდება იქ – ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის წევრებისგან აბსურდულ კამპანიაში მონაწილეობის მიღებასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თმით, „დავითაძის ოჯახის საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ამყარებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი კარგად ორკესტრირებული და ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა“.

„იქიდან გამომდინარე, რომ ქართველებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა ხდება რეალურად ციხეში, ეს ინტრიგანი ადამიანი ვერანაირად ვერ გამოიწვევს საზოგადოების პროტესტს. ყველამ ძალიან კარგად იცის, 2012 წელს რა ხდებოდა ციხეებში და ყველამ ძალიან კარგად იცის, დღეს რა ხდება იქ. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება იმ მრავალთაგან, რაშიც ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის. ჩვენ ვიხილეთ კადრები, რომლებიც თავად პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმის დასამტკიცებლად, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. სხვათა შორის, ეს კადრები ნანახი ჰქონდა სახალხო დამცველსაც მთელი თავისი აპარატითა და თანამშრომლებით და იმავეს ადასტურებს. გამოდის, რომ ორ რეალობას ვუყურებთ: ერთი არის რეალური ვითარება, რომელსაც ხედავს საზოგადოება, პენიტენციური სამსახური და სახალხო დამცველი თავისი აპარატით, ხოლო მეორე – ხედვა, რასაც ხედავს ამ პატიმრის ოჯახი და აგენტურული ოპოზიცია თავიანთ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებთან ერთად.

გარდა ამისა, არსებობს მესამე გარემოება – რა იცის ქართველმა ხალხმა: ასეთი საკითხები ციხეში არასდროს იმალება. წამება იქნება თუ მსგავსი თემები, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს და გამორიცხულია, რამე მსგავსი დაიმალოს. 14 წლის განმავლობაში თურმე ეს არის ერთადერთი შემთხვევა, რომელზეც კადრები გავრცელდა. ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის წევრებისგან აბსურდულ კამპანიაში მონაწილეობის მიღებასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, როგორ დაითანხმეს ეს ოჯახი ამ ყველაფერში მონაწილეობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ საქართველოს ციხეებში ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ის პატიმრებიც კი, რომლებიც ყველაზე რეზონანსულები იყვნენ – ნიკა გვარამია გამოვიდა და მადლობებს იხდიდა, თურმე რა კარგი პირობებიაო, ბაჩო ახალაია პირველად რომ გამოვიდა, ჩასუქებული და ჩაპუტკუნებული იყო, ისე კარგად იკვებებოდა, ლაზარე გრიგორიადისი გამოვიდა და უკმაყოფილება გამოთქვა – მუსიკა არ მომწონდაო, ზურაბ ჯაფარიძე გამოვიდა და თქვა, ყველაფერი კარგი იყო, მხოლოდ სექსი არ მქონდაო. ანუ, ყველაზე მიკერძოებულმა ადამიანებმა, რომელთა ინტერესშიც პენიტენციური სამსახურის გაშავება შედიოდა, ასეთი „ნაკლოვანებები“ აღმოაჩინეს. შესაბამისად, ასეთი ბინძური კამპანიის მცდელობებიდან არაფერი გამოვა. თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითით არის გაუპატიურებული, და მისი ოჯახის წევრებმაც. სხვათა შორის, ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ გვიმყარებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი არის კარგად ორკესტრირებული და ორგანიზებული უბინძურესი კამპანია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი – პაპუაშვილი საქართველოში და მეორე – კალუგინი მოსკოვში…”- რას ამბობს სალომე სამადაშვილი
  • რა სიმპტომებით ხასიათდება შავი ჭირი
  • მასწავლებლის მკვლელობის საქმე – ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე სასწრაფო გამოიძახეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge