პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც სასჯელს რუსთავსი ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდის, პენიტენიციურ სამსახურს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს – როგორც პოლიტიკოსი ამბობს, 2 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც პატიმრის სავარაუდო გაუპატიურების შესახებ ცნობა გავრცელდა, ციხეთა სისტემაში ვითარება დაიძაბა, ინგრეოდა და ზანზარებდა საპატიმრო, ილეწებოდა შუშები, არაერთმა პატიმარმა კი თვითდაზიანება მიიყენა
ელისაშვილი ამბობს, რომ პატიმრებს სახლხო დამცველთან დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ -მსჯავრცდებული პოლიტიკოსის ცნობით, ციხეში ვიტარება ისევ დაძაბულია.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ.
პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები.
არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება.
ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.
აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს.
ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.
ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე.
თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით”, – წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ალეკო ელისაშვილი.
