რუსეთის ფედერალური საგზაო სააგენტო, ანუ „როსავტოდორი,“ ასევე, ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ზემო ლარსთან მიტოვებული ავტომობიელბის ინვენტარიზაციას მათი გატანის მიზნით ჩაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა, Mash ავრცელებს.
გამოცემის მონაცემებით, მთლიანობაში, ზემო ლარსიდან 500-ზე მეტი ავტომობილის გატანა იგეგმება.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მანქანების დაგროვება 2022 წლის თებერვალში დაიწყო, როცა გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის გამო რუსები ქვეყანას ტოვებდნენ და საქართველოში ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით გარბოდნენ.
