მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა დაიკლო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 130 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0,74%-ით არის დაკლებულია.
ამასთან, მსოფლიო ბირჟებზე გრამი ოქროს ფასი 132.72 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღიურ ჭრილში 1.05 დოლარით ანუ 0.78%-ით დაკლებულია.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 60,48 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.29%-ით დაკლებულია.
რაც შეეხება საქართველოს, 7 ოქტომბრის მონაცემებით, ოქროს ფასი მომატებულია. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დაახლოებით, 358 ლარია (6 ოქტომბერს – 356 ლარი იყო), 750 სინჯის – 268 ლარი (6 ოქტომბერს – 267 ლარი იყო), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 209 ლარი ღირს (6 ოქტომბერს – 208 ლარი იყო ).
რაც შეეხება ვერცხლს, 7 ოქტომბრის მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 5.10 ლარი (6 ოქტომბერს – 5.17 ლარი იყო) ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 4.47 ლარია (6 ოქტომბერს – 4.53 ლარი იყო).
