Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება პარტიის აკრძალვა

October 7, 2026
კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება პარტიის აკრძალვა

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნას პარტიის აკრძალვა – ჩოკორაიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პარტია არ აღიარებდ დემოკრატიულ პრინციპებს და ამბობს, რომ სხვა ტიპის წესებს შემოიტანს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ასევე თუ ის ჩართულია ძალადობის მოწოდებაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგეს დღის წესრიგში პარტიის აკრძალვა.

რაც შეეხება სარჩელს, კონსტიტუციალისტი ამბობბს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი შემადგენლობისგან ღრმა სამართლებრივ მსჯელობას არ ელოდება. მისი ვარაუდოთ, სასამართლოს პლენუმი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

სიმართლე რომ გითხრათ, მითუმეტეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი შემადგენლობით არ ველოდები, რომ აქ რაღაცა ღრმა სამართლებრივი მსჯელობები წავა. ალბათ, ეს უფრო იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. პარტიის აკრძალვას სჭირდება ძალიან მკაცრი ტესტი და ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ორი რამ არის მნიშვნელოვანი.

ერთი – რეალურად, პოლიტიკური პარტია არ უნდა აღიარებდეს დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა ამბობდეს და მოუწოდებდეს, რომ სხვა ტიპის წესებს შემოიტანს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. პირდაპირ უნდა ჰქონდეს ეს მიზანი გაცხადებული და ეს არცერთ პარტიას არ აქვს.

მეორე – პოლიტიკური პარტია რეალურად უნდა იყოს ჩართული ძალადობის მოწოდებაში, ძალადობაში, ტერორიზმში და ა.შ.

სამართლებრივი მსჯელობა ასეთი ტიპის საკითხების მიმართ ძალიან მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტია დემოკრატიაში პოლიტიკური პარტიის აკრძალვა სხვა პოლიტიკური პარტიის განცხადების საფუძველზე. ძალიან მკაცრად უნდა გატარდეს ტესტის ქვეშ, რომ არ იყოს საფრთხე ოპონენტი პოლიტიკური პარტიების დასჯის, პარტიებსი მოშორების და ა.შ.”, – ამბობს ჩოკორაია.

“ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვის საკითხზე განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.

გადაწყვეტილება ამის შესახებ სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 6 ოქტომბერს მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელს აწერენ: ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი.

კიკალიშვილის უფლებამოსილებს შესრულებას გუშინ შეუდგა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
  • ზოგიერთ ქსელში რეგულარის ფასი 4 ლარს გადასცდა – რა ღირს საწვავი დღეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge