Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როდესაც ბურთს ეხებოდა, დავით ყიფიანი ჩვეულებრივი ფეხბურთელი არ იყო… ის იყო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი “ფლეიმეიქერი“ – ყიფიანი იტალიელი მწერლის “უიღბლო ისტორიებში”

October 7, 2026

რემო გან­დოლ­ფი (Remo Gandolfi) არის იტა­ლი­ე­ლი მწე­რა­ლი, ბლო­გე­რი და სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი. ის არის ავ­ტო­რი წიგ­ნი­სა “უიღ­ბლო (და­წყევ­ლი­ლი) ის­ტო­რი­ე­ბი”. ხსე­ნე­ბულ კრე­ბულ­ში ლა­პა­რა­კია იმ ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე, რო­მელ­თაც არ გა­უ­მარ­თლათ და ვერ მი­აღ­წი­ეს იმას, რის­თვი­საც უნდა მი­ეღ­წი­ათ. გან­დოლ­ფის ერთ-ერთი ნა­მუ­შე­ვა­რი 1981 წლის თასე­ბის თა­სის ფი­ნალს და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დას, და­ვით ყი­ფი­ანს ეთ­მო­ბა, რო­მე­ლიც 2019 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა. ავ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რომ ქარ­თვე­ლი დი­დე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, ადა­რებს იო­ჰან კრუ­იფ­სა და ალფ­რე­დო დი სტე­ფა­ნოს, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად თვლის, რომ ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია ჰქონ­და – ძნე­ლია არ და­ვე­თან­ხმოთ.

მისი სტა­ტია უც­ვლე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა worldsport.ge -მ, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ:

13 მა­ი­სი, 1981 წელი
დღე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და თბი­ლი­სის მო­ქა­ლა­ქის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და კარ­გად ახ­სოვთ. თუ ამ დღის შემ­დეგ და­ი­ბა­დე, ეს სი­ნა­ნულ­თა­ნაც ასო­ცირ­დე­ბა – “1981 წლის მა­ისს არ მოვსწრე­ბი­ვარ“ – ეს არის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფრა­ზა მომ­დევ­ნო თა­ო­ბებ­ში.

1981 წლის 13 მა­ი­სი არის დღე, რო­დე­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ჩერ­და

თუ ჰკი­თხავთ იტა­ლი­ე­ლებს სად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ერთი წლის თავ­ზე, 11 ივ­ლისს (1982 წლის 11 ივ­ლი­სი, რო­დე­საც იტა­ლია მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და – ავტ) ან და­ნი­ე­ლებს სად იყ­ვნენ 1992 წლის 26 ივ­ნისს, პა­სუ­ხი მარ­ტი­ვი გა­მო­საც­ნო­ბია – ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ და უყუ­რებ­დნენ ცხოვ­რე­ბის თა­მაშს. ეს არის თა­რი­ღე­ბი, რო­დე­საც იტა­ლი­ე­ლე­ბი და და­ნი­ე­ლე­ბი თა­ვი­ანთ ეროვ­ნულ ნაკ­რე­ბებს გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ, მაგ­რამ “დი­ნა­მო თბი­ლი­სი“ არის კლუ­ბი და არა ნაკ­რე­ბი. მაგ­რამ “დი­ნა­მო თბი­ლი­სი“ იყო გუნ­დი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენ­და.

იმ სა­ღა­მოს, პო­ლი­ცი­ას არა­ვინ და­უ­ჯა­რი­მე­ბია, იმ სა­ღა­მოს არ ყო­ფი­ლა ძარ­ცვა, ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა, ჩხუ­ბი… მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­თან იყო. იმ სა­ღა­მოს “დი­ნა­მო თბი­ლი­სი“ თასე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის ფი­ნალ­ში თა­მა­შობ­და. მის წი­ნა­აღ­მდეგ არ ყო­ფი­ლა ევ­რო­პუ­ლი ფეხ­ბურ­თის დიდი ნა­წი­ლი, მაგ­რამ იყო პა­ტა­რა გერ­მა­ნუ­ლი ქა­ლა­ქის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნუ­ლი გუნ­დი, იე­ნას “კარლ ცა­ი­სი“.

თუმ­ცა, არ­სე­ბობ­და ერთი პრობ­ლე­მა და არ­ცთუ უმ­ნიშ­ვნე­ლო. ფი­ნა­ლი იმარ­თე­ბო­და დი­უ­სელ­დორფში, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის მე­ო­რე მხა­რეს მდე­ბა­რე­ობ­და – და­სავ­ლეთ­ში.

ტრი­ბუ­ნებ­ზე 5 ათა­სამ­დე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შე­იკ­რი­ბა (ძი­რი­თა­დად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი) და “რე­ინშტა­დი­ონ­ზე“ და­უ­ვი­წყა­რი ატ­მოს­ფე­რო ნამ­დვი­ლად არ შექ­მნი­ლა. “დი­ნა­მოს“ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის გერ­მა­ნი­ის მი­წა­ზე ჩას­ვლა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, თუნ­დაც “ცხოვ­რე­ბის თა­მა­შის“ გამო. თბი­ლი­სი­დან 100-მდე ქო­მა­გი ჩა­ვი­და… იქ­ნებ ნაკ­ლე­ბიც, მაგ­რამ ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

ფი­ნა­ლამ­დე კი ორი­ვე გუნ­დის გან­ვლი­ლი გზა ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა. პირ­ვე­ლი წრე­ში “კარლ ცა­ის­მა“ სა­ო­ცა­რი ქამ-ბექი შე­ას­რუ­ლა. გერ­მა­ნე­ლე­ბი “რო­მას­თან“ სტუმ­რად პრუ­ცოს, ან­ჩე­ლო­ტი­სა და ფალ­კა­ოს გო­ლე­ბით 0:3 და­მარ­ცხდნენ და თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა. მაგ­რამ სა­პა­სუ­ხო მატ­ჩი “კარლ ცა­ის­მა“ სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე 4:0 მო­ი­გო და ორი მატ­ჩის ჯამ­ში გა­ი­მარ­ჯვა. ამას მოჰ­ყვა “ვა­ლენ­სი­ას“ ძლე­ვა (იმ­ხა­ნად მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნის), “ნი­უ­პორტ ქა­უნ­თის­თან“ და “ბენ­ფი­კას­თან“ რთუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი.

მე­ო­რეს მხრივ, “დი­ნა­მომ“ სა­წყი­სი ორი წრე ბერ­ძნულ “კას­ტო­რი­ას­თან“ და ირ­ლან­დი­ურ “უო­ტერ­ფორდთან“ ად­ვი­ლად გა­ი­ა­რა. მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში კი ლონ­დო­ნის “ვესტ ჰემი“ ინ­გლის­ში 4:1 გა­ა­ნად­გუ­რა. ტრე­ვორ ბრუ­კინგსა და მის თა­ნა­გუნ­დე­ლებს დღემ­დე ახ­სოვთ უცხო­უ­რი გუნ­დის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნამ­დვი­ლი სპექ­ტაკ­ლი. Guardian-ი წერ­და: “დი­ნა­მო თბი­ლის­მა“ თა­ვი­სი ბრწყინ­ვა­ლე თა­მა­შით თა­ო­ბებს ფეხ­ბურ­თი შე­აყ­ვა­რა“. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში “დი­ნა­მომ“ ჰო­ლან­დი­ურ “ფე­ი­ე­ნო­ორდს“ თბი­ლის­ში 3:0 აჯო­ბა, ხოლო “დე კუ­იპ­ზე“ 0:2 და­მარ­ცხდა.

ამ სა­ღა­მოს არ­სე­ბობს ის­ტო­რი­ა­ში შეს­ვლის შან­სი
“დი­ნა­მო თბი­ლი­სამ­დე“ ამ თა­სის და­უფ­ლე­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან მხო­ლოდ კი­ე­ვის “დი­ნა­მომ“ მო­ა­ხერ­ხა. ოლეგ ბლო­ხი­ნის გუნ­დმა ეს 6 წლით ადრე გა­ა­კე­თა. თუმ­ცა, უშუ­ა­ლოდ ქარ­თულ გუნდს ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე ასე­თი სი­მაღ­ლის­თვის არას­დროს მი­უღ­წე­ვია. “დი­ნა­მო“ სა­ერ­თოდ არ გავ­და რუ­სულ, საბ­ჭო­ურ გუნდს. კი­ე­ვის “დი­ნა­მომ“ თა­ვის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებს თა­მა­შის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ით, სა­ო­ცა­რი ფი­ზი­კუ­რი კონ­დი­ცი­ე­ბით და პრაგ­მა­ტუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ით მი­აღ­წია. თბი­ლი­სის “დი­ნა­მო“ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გუნ­დი იყო.

ტექ­ნი­კა, ფან­ტა­ზია, კრე­ა­ტი­ვი და ბევ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტი ფეხ­ბურ­თე­ლი. რა თქმა უნდა, ეს თა­მა­ში “რუ­სუ­ლი გუნ­დის­თვის“ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ იყო. ამის შე­სა­ხებ “დი­ნა­მოს“ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი უბ­რა­ლოდ ასე რე­ა­გი­რებ­დნენ: “ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ და არა რუ­სე­ბი!“

10:14 / 07-10-2026

თა­მა­შის და­სა­წყი­სი­დან­ვე იყო ერთი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც თით­ქმის ყვე­ლა მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად მისი ფი­ზი­კუ­რი აღ­ნა­გო­ბის გამო – მა­ღა­ლი, თხე­ლი და მკვეთ­რი. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მე­ლო­ტი, შავი ულ­ვა­შით.

მაგ­რამ, რო­დე­საც ბურთს ეხე­ბო­და, აღი­ა­რებ­დი, რომ და­ვით ყი­ფი­ა­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი არ იყო. ამას­თან, გუნ­დის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ლი­დე­რი გახ­ლდათ. რო­გორც ჩანს და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნია, რომ ყო­ვე­ლი შე­ტე­ვის დროს ბურ­თი მისი ფე­ხით უნდა გა­ნა­წილ­დეს. თუმ­ცა, ეს “კარლ ცა­ი­სის“ ფეხ­ბურ­თე­ლებ­მაც კარ­გად იცი­ან! ყო­ველ­ჯერ­ზე, რო­დე­საც ყი­ფი­ა­ნი ბურთს მი­ი­ღებ­და, რამ­დე­ნი­მე გერ­მა­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მის წი­ნა­შე ჩნდე­ბო­და და ყვე­ლა­ნა­ი­რი ხერ­ხით ცდი­ლობ­დნენ “ლურ­ჯე­ბის“ მე-10 ნომ­რის შე­ჩე­რე­ბას.

თე­ო­რი­უ­ლად ის თავ­დამ­სხმე­ლი იყო, ყო­ველ­შემ­თხვე­ვა­ში თავ­და­პირ­ველ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ასე ეწე­რა. რე­ა­ლუ­რად კი დი სტე­ფა­ნოს, კრუ­ი­ფის, ტოს­ტა­ოს სტი­ლის ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და მოქ­ნი­ლი, თით­ქოს გრძნობ­და რო­მელ პო­ზი­ცი­ა­ში მი­ა­ყე­ნებ­და მე­ტო­ქეს ზი­ანს.

ფი­ნა­ლურ მატჩს რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ველ ტა­იმ­ში იყო ბრძო­ლა, მაგ­რამ თა­მა­ში ნაკ­ლე­ბად. “დი­ნა­მო თბი­ლისს“ უყ­ვარს, რო­დე­საც თა­მა­შის ბა­ტონ-პატ­რო­ნია და ბურ­თი ყო­ველ­თვის ქარ­თვე­ლებს ჰქონ­დათ. თუმ­ცა, “კარლ ცა­ი­სი“ ერთ სან­ტი­მეტრსაც არ თმობ­და და ზო­ნე­ბიც და­ხუ­რა. მე­ო­რე ტა­იმ­ში ოც წუთ­ზე ოდ­ნავ მეტი გა­ვი­და და თა­მა­ში გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში შე­ვი­და. გერ­მა­ნე­ლე­ბის კარ­გი შე­ტე­ვა ვო­გელ­მა და­ი­წყო და ლინ­დე­მან­თან გა­თა­მა­შე­ბუ­ლი კომ­ბი­ნა­ცი­ის შემ­დეგ თბი­ლი­სელ­თა დაც­ვა­ში სივ­რცე­ე­ბი გაჩ­ნდა. ფლან­გი­დან ჩა­წო­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და და სა­ჯა­რი­მო­ში სიღ­რმი­დან ჰოპე გაჩ­ნდა, რო­მელ­მაც მარ­ჯვე­ნა ფე­ხით და­არ­ტყა – ბურ­თმა გა­ბე­ლი­ა­სა და ხა­რი­ხას შო­რის გა­ი­ა­რა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ევროპარლამენტარებმა, ევროკომისიას “ქართული ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ უფრო მკვეთრ ნაბიჯები გადადგმა მოითხოვეს
  • კობახიძე საქართველოს ფოსტაში კორუფციის ნიშნებზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას აანონსებს
  • 2026 აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 3.4 პროცენტით გაიზარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge