მოსკოვში 53 წლის ბიზნესმენის, ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობის საქმეზე სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი.
ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილი დაკავებულია და სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსული მედიის ცნობით, მამაკაცმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, ის ამტკიცებს, რომ მომხდარი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის შედეგად მოხდა და მკვლელობას ანგარება არ ედო საფუძვლად.
საქმის მასალების შესახებ ახალ დეტალებს რუსული მედია, მათ შორის Mash, ავრცელებს.
“ძვირადღირებული მანქანა მინდა“ – რის გამო დაიწყო კამათი
გამოძიების მიერ გავრცელებული ვერსიით, ყველაფერი 1 ოქტომბერს დაიწყო. ამ დღეს გოგიაშვილმა ელენა წერეთლის 19 წლის ქალიშვილი ჩოგბურთის ვარჯიშიდან წაიყვანა. ახალგაზრდა ქალს ძვირადღირებული უცხოური ავტომობილის, კერძოდ, “მერსედესის“ შეძენა სურდა, თუმცა დედის პარტნიორი ამის წინააღმდეგი იყო.გზაში მათ მანქანის გამო იკამათეს. განაგრძეთ კითხვა…
