„ცინიზმი“ და „დამცირება“ – ასე აფასებენ პედაგოგები ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მასწავლებლების ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, თუმცა დამატებულ საათზე ზრდა მხოლოდ 2 ლარი იქნება.
ცვლილების დეტალებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. მისი განმარტებით, პედაგოგებისთვის დამატებით ჩატარებული ერთი საათის ანაზღაურება მხოლოდ 2 ლარით მოიმატებს.
გადაწყვეტილებას მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა – პედაგოგები შეთავაზებულ მატებას არასაკმარისად მიიჩნევენ.
ვლოცულობთ, რომ განათლების სამინისტრო არაფერი გააკეთოს. რასაც ახლა აკეთებთ, ამას სჯობდა, რომ არაფერი გაგეკეთებინათ. დამცინავია, როცა ხელფასი გემატება 2 ლარი საათზე და ტრასნპორტი 3 ლარი ღირს, აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს საწყენია და რაღაცნაირად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ მასწავლებლის პროფესია არის დაუფასებელი, – ამბობს მასწავლებელი ლადო აფხაზავა.
