Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ძალიან მიხარია, რომ კახეთში ვარ და ვმონაწილეობ ყურძნის კრეფაში, ეს ყველაფერი გვაჩვენებს, როგორ ვიშრომოთ, ვიყოთ ბუნებასთან, ამავდროულად ღმერთთან ახლოს- ვატიკანის წმინდა საყდრისის ელჩი

October 6, 2026
ძალიან მიხარია, რომ კახეთში ვარ და ვმონაწილეობ ყურძნის კრეფაში, ეს ყველაფერი გვაჩვენებს, როგორ ვიშრომოთ, ვიყოთ ბუნებასთან, ამავდროულად ღმერთთან ახლოს- ვატიკანის წმინდა საყდრისის ელჩი

ძალიან მიხარია, რომ კახეთში ვარ და ვმონაწილეობ ყურძნის კრეფაში, რომელსაც თქვენ ყოველწლიურად აწყობთ.
ჩემთვის ეს განსაკუთრებული გამოცდილებაა, რადგან მახსენდება ბავშვობა, ჩემს ქვეყანაშიც ვაკეთებდი მსგავს საქმეს, – ამის შესახებ საქართველოში ვატიკანის წმინდა საყდრისის ელჩმა, ანტე იოზიჩმა კახეთში განაცხადა, სადაც რთველში მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, კარგად ახსოვს, რამდენად რთული შრომაა ყურძნის კრეფა, ასევე რამდენად შრომისმოყვარე და მამაცი ხალხია ქართველები.

„ყურძენს არც ისე სწრაფად ვკრეფთ, თუმცა ვხედავთ, რამდენად სწრაფად და პროფესიონალურად მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც საქმე კარგად იციან. ეს მძიმე შრომაა, მაგრამ, ამავდროულად, ბუნებასთან გვაახლოებს. როცა ბუნებასთან ახლოს ვართ, ღმერთთანაც ახლოს ვართ. ეს საქმე შთაგონებას გვაძლევს ჩვენც და ახალგაზრდა თაობასაც. იმედი მაქვს, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ღვინის წარმოებას, მაგრამ ასევე აწარმოებს ბევრ სხვა პროდუქტსაც, რომლის მოცემაც თქვენს ნაყოფიერ მიწას შეუძლია, როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვის. ძალიან მადლიერი ვარ საგარეო საქმეთა მინისტრის, რომ ეს ღონისძიება მოაწყო, ასევე მადლიერი ვარ თქვენი, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას, თავად მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი მოსაზრებებიც გაგიზიაროთ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, როგორ ვიშრომოთ, როგორ ვიყოთ ბუნებასთან ახლოს და, ამავდროულად, როგორ ვიყოთ ახლოს ღმერთთან“, – განაცხადა ანტე იოზიჩმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა დააკავეს
  • ცნობილია, რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს გაეზრდებათ ხელფასი იანვრიდან
  • მასწავლებლებს ხელფასი 2 ლარით გაეზარდათ – პედაგოგები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას “ცინიზმად” აფასებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge