Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნატა ვიბლიანი განცხადებას ავრცელებს

October 6, 2026
ახალი დეტალები ნატა ვიბლიანის საქმეში – რა მოხდა სვანეთში საქმის გასაჯაროების შემდეგ

“მოვითხოვ საქართველოს გენერალური პროკურატურის უშუალო ჩართულობას ჩემს საქმეში და ჩემთან პირდაპირ, რეგულარულ კომუნიკაციას” – ამის შესახებ ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხუთი თვე საკმარისი დროა იმისთვის, რომ საზოგადოებასა და დაზარალებულ ადამიანს ჰქონდეს პასუხი – რა გაკეთდა, რატომ ჭიანურდება გამოძიება და როდის იქნება რეალური შედეგი.

“ხუთი თვის განმავლობაში ვისმენ განმარტებებსა და დაპირებებს, თუმცა გამოძიების შედეგი და რეალური პროგრესი ჩემთვის არ არის სათანადოდ ცნობილი. მოვითხოვ, დეტალურად და გამჭვირვალედ მაცნობონ, რა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა, რა ეტაპზეა საქმე და რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე, ვითხოვ იმ გამომძიებლებისა და პასუხისმგებელი პირების საქმიანობის ობიექტურ შეფასებას, რომელთა მხრიდანაც ხუთი თვის განმავლობაში სათანადო შედეგი ვერ მივიღე, მათ შორის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისა და მიუკერძოებლობის საკითხის შემოწმებას.

მე აღარ ვაპირებ უსაფუძვლო განმარტებების მოსმენას. ვითხოვ კანონის ფარგლებში რეალურ მოქმედებას, პასუხებს და პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება ჩემ მიმართ განხორციელებულ ზეწოლას, მოტყუების მცდელობებს, მუქარებსა და სხვა შესაძლო უკანონო ქმედებებს – ყველა შესაბამის ფაქტს და მტკიცებულებას წარვადგენ სამართალდამცავ ორგანოებთან და მოვითხოვ თითოეული შემთხვევის სათანადო სამართლებრივ შეფასებას.

ჩემი მოთმინების ზღვარი ამოიწურა. თუმცა მე ვიმოქმედებ მხოლოდ კანონის ფარგლებში და მოვითხოვ, რომ ყველა იმ პირმა, ვინც ჩემთვის ზიანი მიაყენა ან უკანონო ქმედებაში მონაწილეობდა, პასუხი კანონით დადგენილი წესით აგოს.

ხუთი თვე საკმარისი დროა იმისთვის, რომ საზოგადოებასა და დაზარალებულ ადამიანს ჰქონდეს პასუხი – რა გაკეთდა, რატომ ჭიანურდება გამოძიება და როდის იქნება რეალური შედეგი” – წერს ნატა ვიბლიანი.

ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

12 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია, რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს გაეზრდებათ ხელფასი იანვრიდან
  • მასწავლებლებს ხელფასი 2 ლარით გაეზარდათ – პედაგოგები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას “ცინიზმად” აფასებენ
  • “ერთადერთი, ვისაც სჭირდება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ციხეში ყოფნა, არიან ევროპარლამენტარები, რომლებიც დებატებისას იყენებენ მათ სახელებს”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge