ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მასწავლებლის პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია.
ელიჩის განცხადებითვე, მას მასწავლებლების მიმართ განსაკუთრებული პირადი დამოკიდებულება აქვს, რადგან მისი მშობლები მასწავლებლები იყვნენ.
SANGU აჩვენებს, რომ შესაძლებელია იყო ძალიან ტრადიციული, მაგრამ ამავდროულად იყო ღია, თანამედროვე და გქონდეს საერთაშორისო კავშირები.
ვფიქრობ, ეს თავად სანგუს მიღმაც მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საქართველოს თითქოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის. არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება. ეს ყალბი დილემაა. როგორც სანგუ-სთვის, ისევე მთლიანად საქართველოსთვის, შესაძლებელია იყო ტრადიციული და ღრმად ქრისტიანული, ამავე დროს კი ღია გარე სამყაროსთვის და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან“, – განაცხადა ელჩმა.
