Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2024 წლის აქციების მონაწილეთა 34%-ს ქიმიური ზემოქმედების შემდეგ სიმპტომები ერთი წლის შემდეგაც აღენიშნება

October 6, 2026
2024 წლის აქციების მონაწილეთა 34%-ს ქიმიური ზემოქმედების შემდეგ სიმპტომები ერთი წლის შემდეგაც აღენიშნება

ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ეუთოში წარადგინეს კვლევა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური გამღიზიანებლებისა და წყლის ჭავლის სავარაუდო ზემოქმედებას და მის გრძელვადიან შედეგებს ეხება.
კვლევის ავტორები გიორგი კამკამიძე, ბაია პატარაია, ჯეიმს ლინი, ჯოსინა ბოტე და ლელა ცისკარიშვილი არიან. მათ 524 ადამიანი გამოკითხეს, რომლებიც 2024 წლის აქციებში მონაწილეობდნენ. მონაცემები 2026 წლის თებერვალ-მარტში შეგროვდა.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 34%-ს მინიმუმ ერთი სიმპტომი ზემოქმედებიდან 12 თვის შემდეგაც აღენიშნებოდა. მათ შორის, 41% მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემებზე მიუთითებდა, 37% – შფოთვაზე, განწყობის ცვლილებაზე, გაღიზიანებასა და უძილობაზე, 29% – სმენის პრობლემებზე, 23% – თავის ტკივილზე, 12% – სუნთქვის, ხოლო 10% – მხედველობის პრობლემებზე.

გამოკითხულთა 71%-ის განცხადებით, მათზე ორი ან მეტი საშუალება მოქმედებდა, ხოლო 31%-მა ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის ერთობლივი ზემოქმედება აღწერა. კვლევის მიხედვით, წყლის ჭავლის პირდაპირი მოხვედრა ხანგრძლივი სიმპტომების რისკის გაორმაგებასთან იყო დაკავშირებული. სამედიცინო დახმარებას კი რესპონდენტთა მხოლოდ 29%-მა მიმართა.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მიღებული მონაცემები მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ადგენს და არც ძალის გამოყენების კონკრეტული შემთხვევების კანონიერებასა თუ პროპორციულობას აფასებს. კვლევას რამდენიმე შეზღუდვაც აქვს, მათ შორის თვითშერჩეული ნიმუში, საკონტროლო ჯგუფის არარსებობა, შეზღუდული კლინიკური დოკუმენტაცია და გამოყენებული ნივთიერებების დამოუკიდებლად იდენტიფიცირების შეუძლებლობა.
ამასთან, კვლევის ავტორები დამატებითი კლინიკური, ტოქსიკოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

რესპონდენტთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ აქციების დროს ქიმიური ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი ტანსაცმელი ან სხვა ნივთები შეინახა, ხოლო 125 ადამიანს ეს ნივთები გაურეცხავი აქვს დატოვებული. ავტორების შეფასებით, მათი დამოუკიდებელი ქიმიური ანალიზი შესაძლოა გამოყენებული ნივთიერებების იდენტიფიცირებასა და არსებული მონაცემების ობიექტური მტკიცებულებებით გამყარებას დაეხმაროს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს – ელჩი
  • ელისო კილაძე პროცესზე ალაპარაკებას აანონსებს – ვის დასჯას ითხოვს ჟურნალისტი
  • სისხლიანი გარჩევა სამეგრელოში – პროკურატურა საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge